ერთა ლიგის B დივიზიონის მეოთხე ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ალბანეთთან ანგარიშით 1:0 დამარცხდა.
მეტოქემ ერთადერთი გოლის გატანა შეხვედრის 47-ე წუთზე მოახერხა, როდესაც ასლანიმ გიორგი მამარდაშვილს აუღებელი ბურთი დაურტყა.
თამაშის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პირველი კომენტარი გააკეთა.
“განსხვავებული ტაქტიკით ვითამაშეთ, მოედანზე ბევრი შემტევი იყო და ვუტევდით კიდეც, თუმცა ბოლო პასი გვაკლდებოდა და გოლი ვერ გავიტანეთ… სკამიდან შეტევის გაძლიერების პოტენციალი აღარ გვქონდა…” -აღნიშნა სანიოლმა.
შეგახსენებთ, გასვლით შეხვედრაზე საქართველოს ნაკრებმა ალბანეთის ნაკრები ანგარიშით – 1:0 დაამარცხა.
როგორც ცნობილია, უეფას „ერთა ლიგის“ B1 ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჩეხეთის, ალბანეთისა და უკრაინის ნაკრებები არიან. ჯგუფში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ამ დროისთვის, 6 ქულა აქვს. 6 ქულა აქვს ჩეხეთის ნაკრებსაც, რომელიც საქართველოს ნაკრებს ალბანეთის დამარცხების შემდეგ გაუთანაბრდა. 3-3 ქულა აქვს ალბანეთს და უკრაინას.
ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრას, 16 ნოემბერს, უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.