Sunday, August 3, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მსოფლიოში ერთადერთი ბალერინა, რომელიც ფლობს ოთხ უმაღლეს საერთაშორისო საბალეტო ჯილდოს – ქართველი პრიმა-ბალერინას ცხოვრება

October 11, 2024
მსოფლიოში ერთადერთი ბალერინა, რომელიც ფლობს ოთხ უმაღლეს საერთაშორისო საბალეტო ჯილდოს – ქართველი პრიმა-ბალერინას  ცხოვრება

ართველი პრიმა-ბალერინა, საქართველოს სახალხო არტისტი ნინო ანანიაშვილი უკვე წლებია, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი პერსონაა.

ნინო ანანიაშვილი 1963 წლის 28 მარტს, თბილისში დაიბადა. მამა – გედევან ანანიაშვილი – გეოლოგი;დედა – ლია გოგოლაშვილი – ფილოლოგი.

კარიერა
ბალეტის შესწავლა 10 წლის ასაკიდან დაიწყო, 1973 წელს იგი ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მიიყვანეს, შემდეგ კი სწავლა ქალაქ მოსკოვის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში განაგრძო, პედაგოგ ნატალია ზოლოტოვას ხელმძღვანელობით.

1977 წელს მოსკოვში განაგრძო მეცადინეობა დიდი თეატრის პრიმა-ბალერინა რაისა სტრუჩკოვასთან. 1980 წელს საბალეტო სასწავლებლის სპექტაკლში „კოპელია“ მისი სცენური დებიუტი შედგა. 1981 წელს ბოლშოის ბალეტში მიიღეს, როგორც სოლისტი და 1985-2004 წლებში ამ თეატრის პრიმა-ბალერინა იყო.

დიდი თეატრის სცენაზე, წარსულში ლეგენდარული რუსი მოცეკვავის რაისა სტრუჩკოვას ხელმძღვანელობით მოამზადა და შეასრულა მთავარი პარტიები ბალეტებში: “გედების ტბა”, “მძინარე მზეთუნახავი”, “ჟიზელი”, “რომეო და ჯულიეტა” (ლეონიდ ლავროვსკისა და იური გრიგოროვიჩის ვერსიები) “რაიმონდა”; “დონ კიხოტი”, “კორსარი”, “მაკნატუნა” (იური გრიგოროვიჩის დადგმა), “ბაიადერა”, “ოქროს საუკუნე”, “სილფიდა”, “შოპენიანა”, “პატარა პრინცი” და სხვა. უშუალოდ ნინოსთვის შეიქმნა წამყვანი საბალეტო პარტია ოპერაში “მლადა”.ნინო ანანიაშვილი მსოფლიოში ერთადერთი ბალერინაა, რომელიც ფლობს ოთხ უმაღლეს საერთაშორისო საბალეტო ჯილდოს:

ვარნის (ბულგარეთი) X საერთაშორისო კონკურსის ოქროს მედალს (1980), მოსკოვის IV საერთაშორისო კონკურსის გრან-პრის (1981), მოსკოვის V საერთაშორისო კონკურსის ოქროს მედალს (1985), ჯექსონის (აშშ) III საერთაშორისო კონკურსის გრან-პრის (1986).

მის ბიოგრაფიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჯორჯ ბალანჩინის თეატრში – „ნიუ იორკ სითი ბალეში” ანდრის ლიეპასთან ერთად გამოსვლას 1988 წელს. ის იყო პირველი მოცეკვავე ყოფილი სსრკ-დან, რომელიც მიიწვიეს ამ თეატრში და მისცეს მთავარი პარტიები ბალანჩინის ბალეტებში „სიმფონია დო მაჟორი“, „რაიმონდა ვარიაციები“ და „აპოლო“. პრიმა-ბალერინა ასევე გამოდიოდა ინგლისის სამეფო ბალეტში (კოვენტ-გარდენი), დანიის სამეფო თეატრში, სანკტ-პეტერბურგის „მარიინსკი“ თეატრში. 1993-2009 წლებში ნინო ანანიაშვილი ამერიკის ბალეტის თეატრის (ABT) მიწვეული პრიმა-ბალერინა იყო. ცეკვავდა შვედეთის, ნორვეგიის, პორტუგალიის, ფინეთის, ბავარიის, მონტე-კარლოს, ბირმინგემის, ბოსტონის, ტოკიოს და სხვა საბალეტო თეატრებში; როგორც მიწვეული სოლისტი გამოდიოდა რომის ოპერის, ლა სკალას და გენუის კარლო ფენიჩეს თეატრის საბალეტო დასებთან.

ოჯახი
ნინო ანანიაშვილი დიპლომატ გრიგოლ ვაშაძეზეა დაქორწინებული. ვაშაძე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2008-2012 წლებში. 1990 წლიდან 2008 წლამდე ვაშაძე დაკავებული იყო კერძო ბიზნესით და ხელმძღვანელობდა მის მიერ დაარსებულ კომპანიებს: „Georgia Arts Management“ და „Gregory Vashadze and BR“. 2008 წლიდან ისევ დაუბრუნდა სახელმწიფო სამსახურს.

გრიგოლ ვაშაძეს ჰყავს ორი შვილი, ნოდარი და ელენე. ელენე ნინოსა და გრიგოლის საერთო შვილია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა კომენტარს აკეთებს ირაკლი კობახიძე შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით?
  • რუსეთში, კამჩატკაში მდებარე ვულკანი კრაშენინიკოვი ბოლო 500 წლის განმავლობაში პირველად ამოიფრქვა
  • “ნინო დათაშვილს ემუქრება 20 დღით იძულებითი ფსიქიატრიული დაკვირვების ქვეშ ყოფნა მაშინ, როდესაც ემოციური ლაბილობა არ წარმოადგენს შეურაცხადობის დადგენის საფუძველს” – ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგის სპეციალისტები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge