საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაცვლილი ოპერატორის – ლექსო ლაშქარავას დედას, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. სამძიმრის წერილს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
„რა თქმა უნდა, შვილის გარდაცვალება თქვენთვის უდიდესი ტრაგედია და ტკივილია, მაგრამ უნდა განგამტკიცოთ რწმენამ მარადიული ცხოვრებისა, რომლის მკვიდრიც ლექსო (ალექსანდრე) უკვე გახდა.
ეჭვი არ შეგეპაროთ, იგი ცოცხალია და მასთან კავშირის დამყარება ლოცვით არის შესაძლებელი.
ჩვენც ვლოცულობთ მისთვის, მისი უკვდავი სულისთვის, მით უმეტეს ვიცი, ჩვენთან შეხვედრა სურდა, მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ დედის გულმხურვალე ვედრებას ვერაფერი შეცვლის. ამიტომაც თქვენი სიცოცხლე, თქვენი ლოცვითი თანადგომა მას ძალიან სჭირდება.
ღმერთმა მოგცეთ ამისი ძალა და მოგანიჭოთ შინაგანი მშვიდობა და მხნეობა.
ღმერთმა დალოცოს ლექსოს ცოლ-შვილი“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.