26 ოქტომბერს ილია თოფურია საჩემპიონო ქამარს დაიცავს მაქს ჰოლოუეს წინააღმდეგ. მებრძოლები პირისპირ ერთმანეთს ჯერ არ შეხვედრილან, თუმცა ESPN- დან საერთო ინტერვიუს ჩაწერა უკვე მოახერხეს. Lagazzeta sport georgia-ზე დაყრდნობით, გთავაზობთ დიალოგს, რომელიც მებრძოლებს შორის შედგა.
ჰოლოუეი: თოფურიამ ეს ყველაფერი დაიმსახურა. მან დაამარცხა მებრძოლები, რომლებიც უნდა დაემარცხებინა და გააკეთა ის რაც უნდა გაეკეთებინა. ახლა აქ ვართ და ვნახოთ, 26 ოქტომბერს რა მოხდება.
ილიას თავდაჯერება? იყოს როგორც არის. მოტივაციისთვის ყველა ადამიანს განსხვავებული გზა სჭირდება. მისი მოტივაცია კი ასეთია. 26 ოქტომბერს ყველა ეს საუბარი დასრულდება. როდესაც გალიის კარები დაიკეტება ვეღავინ გადაგარჩენს.
თოფურია: ერთადერთი 26 ოქტომბერს ვაპირებ შენი გათიშვა არის. ამის შემდეგ, ჩემს გუნდთან და ჩემს ხალხთან ერთად ვიზეიმებ. ეჭვიც არ მეპარება, რომ პირველი ვიქნები, ვინც გაგთიშავს. ჰოლოუეის და გეიჯის ბრძოლა? სიმართლე გითხრათ, ერთადერთ, რაც ამ ბრძოლაში მომეწონა ბოლო 10 წამია.
მთელი ჩუბის განმავლობაში არანაირი სტრატეგია ან ტექნიკა არ მინახავს. გულშემატკივრებისთვის იყო შესანიშნავი სანახაობა თუმცა, ჩემთვის, როგორც პროფესიონალისთვის, ეს ბრძოლა არაფერს წარმოადგენდა.
ეს ნოკაუტი მოვიდა დარტყმების უბრალო გაცვლებიდან, რომლის უკან 0 ტექნიკაა. ამ გაცვლებში გიწვევ, ოღონდ ბრძოლის საწყის 10 წამში. როცა ისეთი მებრძოლის წინაშე წარდგები, როგორიც მე ვარ, ამას ვეღარ გაიმეორებ, თავს წაგაცლი. მე ხალხის დანოკაუტებით ვიღლი თავს.
ჰოლოუეი: თოფურიამ BMF ქამარი იყიდა. ის წლებია ჩემი გულშემატკივარია და მან ეს იცის. ამიტომაც ათვალიერებს ჩემს ინსტაგრამს და ტვიტერს.
თოფურია: 26 ოქტომბერს შენ გახდები ჩემი ქომაგი. შესაძლოა, ჩემგან დაიწყო რაღაცების სწავლა. შენ იძულებული გახდი ჩემთან გეჩხუბა. ბრძოლა ჩენდლერთან, მეკგრეგორთან და სხვა სპორტსმენებთან გსურდა. სხვებს ეუბნებოდი, რომ შენთან ეჩხუბათ, რათა ჩემთან ჩხუბი აგერიდებინა.
ჰოლოუეი:ვინ გითხრა ეს? მოკეტე, იტყუები. ეს ბიჭი ნამდვილი მატყუარაა. მე შენ გთხოვე ჩხუბი, ჩენდლერთან ჩხუბი რატომ უნდა მომეთხოვა? მარტივი ბრძოლა მინდა. მე მინდა თოფურია. აი, სწორედ ეს ვთქვი.
თოფურია: მოხუცი ხალხისთვის თავშესაფარი უკვე გავხსენი. ვოლკანოვსკის უკვე აქვს ოთახი, კიდევ ერთი ოთახი იქ შენთვისაა. 26 ოქტომბრის შემდეგ, იქ გაგიშვებ.ყველაფერი უფასოდ იქნება, არ ინერვიულო, ხარჯი არ გექნება.