გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“ორიოდე სიტყვა კობახიძის “მარგალიტებზე”:მიუხედავად ჩემი პატივისცემისა, “ლელო”-სთან კომუნიკაცია არ მქონია უკვე ორი თვეა.
ამიტომ, კობახიძეს ვურჩევდი, განაახლოს სუს-ის ინფორმაცია.რაც შეეხება ხელისუფლების უშედეგო მცდელობებს, მოეწყოთ შეხვედრები ჯერ სალივანთან და მერე კუშნერის მეშვეობით ტრამპთან აეწყოთ რაღაც კომუნიკაცია, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩემი წყარო ბევრად უფრო სანდოა, ვიდრე კობახიძე,” – წერს ხუხაშვილი.