საბერძნეთში, ათენის ცენტრში ქართველ ემიგრანტებს თავს დაესხნენ. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც უცხოეთში მყოფი ქართველები სხვა ემიგრანტებს არჩევნებთან დაკავშირებით ესაუბრებოდნენ.
ისინი “ფორმულასთან” საუბარში ამბობენ, რომ აქტივისტებს ხელისუფლების მიერ მართული ჯგუფები დაუპირისპირდნენ.
ემიგრანტები პირდაპირ ადანაშაულებენ ქართულ ოცნებას იმაში, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს არჩევნებში მონაწილეობაში მიზანმიმართულად უშლის ხელს და ამისთვის მათი თქმით, კრიმინალებს იყენებს.
დაშავებული აქტივისტები საქართველოს მოქალაქეებს ეხმარებიან საკონსულო აღრიცხვაზე დადგნენ, რათა არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.
აქტივისტი ფორმულასთან საუბარში აღნიშნავს, რომ თავდამსხმელები, სავარაუდოდ, კრიმინალური დაჯგუფების წევრები იყვნენ და მათ აქტივისტების საქმიანობასთან დაკავშირებით უკმაყოფილება არ დაუმალავთ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალაც არსებობდა, თუმცა ემიგრანტ ქალბატონებს ამ მასალის წაშლა მოუწიათ. ისინი შიშობენ, რომ შესაძლოა ანგარიშსწორების სამიზნე გახდნენ.