არა, ეს აღარაა არც პრაიდზე, არც ჰომოფობიაზე… უბრალოდ ძალადობის სურვილზეა. უბრალოდ აღგზნებულ კაცებს უნდათ რომ ერთად, ჯგუფურად იძალადონ სხვებზე, სხვა არაფერი….
აქ თავის მოტყუება საჭირო არაა…” – ასე ეხმაურება შეფმზარეული ლუკა ნაჭყებია სოციალურ ქსელში თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგე, ძალადობრივი ჯგუფის მიერ ჩატარებულ აქციას, რომელიც დანაშაულებრივ ქმედებებს შეიცავდა.
“ამდენი წლის მანძილზე ერთადერთი გარყვნილება რაც ჩანს, არის რუსეთის პოლიტიკური მანიპულაციების შნირობა. ნუ გგონია რომ მრწამსი ან ქრისტიანიბა გიბიძეგებს ამაზე.
ქართული ტრადიცია სტუმარ-მასპინძლობაა, ერთმანეთის სიყვარული და სხვისი რაობის პატივისცემაა.
ეს არაა ქრისტიანული წარმოდგენები, არაა ქრისტიანობა ძალდიბრივი რელიგია, უბრალოდ ისტორიაში ყოველთვის იყვნენ პოლიტიკურ ძალაუფლებაზე აღრძნებულად შეყვარებული ძალები, რომლებიც რელიგიას ამახინჯებდნენ თავისებურად. გარყვნილება ესაა..
ამჯერად ეგ გარყვნილი ძალა არის იმ ძალადობრივი გუნდის წარმომადგენლობა რაც კრემლმა დააფინანსა და დანერგა საქართველოში.
ეს არის პუტინის რუსეთის მიგონილი ცივი ომის სტრატეგია, რომელსაც მთელ ევროპაში ნერგავს…
სულაც რომ არ ეთანხმებოდე სხვის ცხოვრების წესს, შენ რომ ქუჩაში გამოდიხარ და შენს თანამოქალაქეს ებრძვი, ეგ შენი მტრის გარდა არავის წაადგება… ამიტომ აი, რომ იძახი პატრიოტი ვარ, მაგრამ თანამოქალაქეზე ძალადობ – იტყუები! – არ ხარ პატრიოტი. თუ თვლი, რომ სწორი არაა, დაუჯექი ადამიანურად და გაესაუბრე, თუ შენი ცხოვრების წესი ასეთი სწორია, სიყვარულით დაანახე.
… მაგრამ იცი, რომ გაესაუბრები, დიდი ალბათობით შენ აღმოჩნდები არასწორი, ამიტომ მუშტი-კრივი, ძალადობა…
უი, ხო, და თუ ძალადობისგან სიამოვნებას იღებ, ეგეც ცოდვაა, გარყვნილება თუ რამეა ეგაა, ამიტომ არ გვინდა ეს გარყვნილებას ვერბძვით ტყუილები.” – წერს ლუკა ნაჭყებია სოციალურ ქსელში.