ახალგაზრდა მამაკაცი ბექა ჩიკვაიძე სკანდალში გაეხვია, ის შედეგადაც ბოლო დღეების განმავლობაში ბულინგის მსხვერპლი გახდა.
როგორც ის “პალიტრავიდეოს” უყვება, სოციალურ ქსელში კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს მიამსგავსეს.
მოგვიანებით ბექამ ვიდეო ჩაწერა და კრიტიკოსებს განუმარტა, რომ მას ბექა ჯაიანთან საერთო არაფერი აქვს.
ვიდეო იხილეთ აქ
შეგახსენებთ,18 სექტემბერს 37 წლის ტრანსგენდერი კესარია აბრამიძე თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს. შსს–ის ინფორმაციით, კესარიას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. მკვლელობაში ბრალდებული პირი, 26 წლის ბ.ჯ. დაკავებულია, დანაშაული კი 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კესარია აბრამიძე გუშინ სასაფლაოზე დაკრძალეს.