კობახიძის განკარგულებით სასულიერო აკადემიისთვის ბიუჯეტიდან კიდევ 50 000 ლარი გამოიყო – განკარგულება, რომელსაც ხელს სწორედ კობახიძე აწერს, 15 სექტემბრით თარიღდება
“საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, ა(ა)იპ – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიისათვის (ს/წ: 404439247) ფინანსური დახმარების [50,000.00 ლარი] გაწევის მიზნით, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის“ პროგრამის [პროგრამული კოდი: 32 04 05] ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებიდან.” – ნათქვამია განკარგულებაში.
