დღეს, 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტი ლიზა ვადაჭკორია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ნაგავს მიაქვს საქართველო, ზღვის ფაუნა იღუპება, ქვეყანაში უამრავი პრობლემაა, ესენი კიდევ უიარაღო, უწყინარ მოქალაქეებს დასდევენ, სხვის ქონებას ანადგურებენ, ზიზღს და სიძულვილს აფრქვევენ.
სამარცხვინოა ამ, ვითომ ქრისტიან, ბრბოს ქმედება. მე მრცხვენია მათ ნაცვლად!” – წერს ვადაჭკორია.
შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები აქციას დილიდან მართავდნენ. აქციის მონაწილეები მედიის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ, რა დროსაც 40-მდე ჟურნალისტი დაშავდა. შსს-მ რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტების მიმართ ძალადობრივ ქმედებებსა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო.
ამასთან, მოგვიანებით „თბილისი პრაიდმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ღირსების მარში დღეს აღარ ჩატარდება.