ქალთა უფლებების დამცველი ბაია პატარაია “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“ეთერებში ძალიან დიდი ნაკლებობაა ქვიარების. “პრაიდის” ხალხი სიარულს ცდილობს, მაგრამ ტელევიზიებს ავიწყდებათ, რომ “პრაიდის” გარდა, კიდევ უამრავი ქვიარია და ბევრი საკმაოდ ცნობადიც.
მე ამ ეთერებში დავდიოდი მაშინ, როდესაც სულ 2-3 ქვიარი იყო, აუთ და მართლა არ იშოვნებოდა რესპონდენტი. დიდი ხანია უარს ვამბობ ეთერებზე, რადგან ლგბტ თემის უამრავი საინტერესოდ მოაზროვნე და მოსაუბრე წარმომადგენელს ვიცნობ. მაგრამ როგორც ჩანს, ჟურნალისტებს ისინი დაავიწყდათ”, – წერს პატარაია სოციალურ ქსელში.