19 სექტემბერი მიქაელ მთავარანგელოზის მიერ ხონაში აღსრულებული სასწაულის ხსენების დღეა. ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„წელიწადში ერთხელ ხდება – 19 სექტემბერს მთავარანგელოზი მიქაელი ჯოჯოხეთში ჩადის და ფრთებით ამოჰყავს ჯოჯოხეთიდან ადამიანთა სულები. სწავლების მიხედვით, მთავარანგელოზ მიქაელს სული შეევედრა ისიც ამოეყვანა ჯოჯოხეთიდან…
მთავარანგელოზმა მიქაელმა უთხრა: „მაჩვენე თუნდაც ერთი ადამიანი დედამიწაზე, რომელიც შენთვის ლოცულობს და ჩათვალე ჩემთან ხარო“… ამიტომაც არის მნიშვნელოვანი დავანთოთ დღევანდელ დღეს სანთელი მოვიხსენიოთ გარდაცვლილთა სულები და აუცილებლად ის სულები, ვისაც მომხსენებელი არ ჰყავთ“, – წერს ასტროლოგი.