მოვა დრო, როდესაც ქრისტიანული ეკლესია საყოველთაოდ ბოდიშს მოიხდის იმის გამო, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ლგბტქ თემის წარმომადგენლების წინააღმდეგ,” – ამის შესახევ ტელეკომპანია “ფორმულას” გადაცემაში” მე-17 სართული” ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვარმა მალხაზ სონღულაშვილმა განაცხადა.
“ღმერთმა ეს სამყარო მრავალფეროვანი შექმნა. ახლა თეოლოგიაში იმაზეც მსჯელობენ, რომ ეს პირველი ადამიანი იყო უსქესო და მერე უვვე ღმერთი ამ ორი ადამიანისგან განსხვავებულ სქესს ქმნის. ადამიანის ფენომენის ეს მრავალფეროვნება საფუძველში დევს. იყო დრო, როდესაც ჩვენ შავკანიანი ადამიანების გვეშინოდა, და საამისოდ, ქრისტიანულ, თუ ებრაულ საღმრთო წერილს ვაფრილებდით, საღმრთო წერილის მიხედვით, რა თქმა უნდა, ყოველთვის თავისუფლად შეიძლება მონახოთ ადგილი, სადაც დასტურდება, რომ შავკანიანები თეთრკანიანებთან შედარებით არასრულფასოვნები არიან. მაგრამ გავიდა დრო და მივხვდით, რომ ეს იყო სიბრიყვე, ჩვენ რაც გვინდოდა წაგვეკითხა, ის დავინახეთ… იგივე იყო ქალებთან დაკავშირებით, დიდი ხნის განმავლობაში ქრისტიანობა თვლიდა, რომ ქალები მამაკაცებთან შედარებით არ იყვნენ სრულფასოვნები,ზოგიერთ კულტურაში ახლაც ასეა, მაგრამ შემდეგ მივხვდით, რომ ეს სიბრიყვეა, რომ ქალი დამცირებული იყოს ქრისტიანობის სახელით და თუნდაც იგივე იესო ნაზარეველის სახელით, რომელიც ქალების მეგობარი იყო. ჩვენ, როგორც ეკლესიამ ბოდიში მოვიხადეთ შავკანიანებისა და განსხვავებული ეთნიკური ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო, და მოვიხადეთ ბოდიში ქალების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო.
მოვა დრო, როდესაც ქრისტიანული ეკლესია საყოველთაოდ ბოდიშს მოიხდის იმის გამო, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ლგბტ თემის წარმომადგენლების წინააღმდეგ. ეს უნდა მოხდეს! – ასე თუ არ მოხდა, არც ქრისტიანობას და არც ცივილიზაციას არ აქვს მომავალი.” – განაცხადა ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვარმა.