Sunday, June 8, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მარშრუტკა გავაჩერე და პირდაპირ მტკვარში გადავხტი, თავს ვიკლავდი” – რას ყვება 4 შვილის დედა

November 4, 2019
“მარშრუტკა გავაჩერე და პირდაპირ მტკვარში გადავხტი, თავს ვიკლავდი” – რას ყვება 4 შვილის დედა

33 წლის ელისო­ გაბელია თავისი მძიმე ცხოვრების შესახებ ყვება:

“მომიტაცა ჩემზე 8 წლით უფროსმა ადამიანმა, რომელსაც არც კი ვიცნობდი… ნათესავებმა და მშობლებმა მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ მომაგნეს.

აღმოვჩნდი ადამიანთან, რომელიც გამუდმებით სვამდა, მერე კი მცემდა­. საკუთარი დედის მსხვერპლი იყო, მის გამო ყველა ქალი სძულდა – ჩემი ყოფილი დედამთილი ოთხჯერ იყო გათხოვილი და არც ერთ მამინაცვალს გერის მიმართ ადამიანური სითბო არ გამოუჩენია. როდესაც დათვრებოდა, არაადამიანურად მცემდა, თანაც შვილების თვალწინ. ოთხი შვილი ერთმანეთის მიყოლებით გამიჩნდა, რადგან მოძალადესთან იმის საშუალებაც არ მქონდა, არ დავფეხმძიმებულიყავი, ექიმთან წასასვლელი თანხაც არ გამაჩნდა.

უმცროსზე ფეხმძიმობისას ქმარმა ისე მცემა, ბავშვი პრობლემური დაიბადა, ცალ ყურში სასმენი ნერვი არა აქვს…

ერთხელ, როცა ჩემს უსაქმურ ქმარს და ბავშვებს შინ ჰუმანიტარული პროდუქტი მივუტანე, მან კი ცემა დამიპირა, ჩანთები დავყარე და ქუჩაში გავვარდი. რომელიღაც სამარშრუტო ტაქსი გავაჩერე და ჩავჯექი. ამასობაში სანაპიროზე, სიონთან ახლოს ჩავიარეთ, მძღოლს გავაჩერებინე, გადმოვედი თუ არა, მაშინვე მოაჯირზე ავედი და მტკვარში გადავხტი.

წყალში გონება გამინათდა და თავის გადარჩენა ვცადე. ამასობაში პატრული გამოჩნდა და გადამარჩინეს. იმ მომენტიდან 5 დღე კომაში­ ვყოფილვარ. თვალი რომ გავახილე, პალატაში პირველად ჩემი ქმარი დავინახე, მერე კი პოლიცია… თუმცა ამჯერადაც ვერაფერი­ ამოვთქვი, ჩვენების მიცემისას სრულ აბსუ­რდს მოვყევი. საავადმყოფოდან ისევ ქმარს გავყევი შინ, მაგრამ, როცა ისევ მცემა, უკვე თავის მოსაკლავად კი არა, პოლიციაში გავიქეცი.

იმ დღეს იმდენად მძიმედ ვიყავი ნაცემი, სიტყვა “მიშველეც” ვერ წარმოვთქვი, პოლიციელებმა ჩვენება დამაწერინეს და თავშესაფარში გადამიყვანეს შვილებიანად…

ვხედავ, შვილები ადამიანებად გავზა­რდე და ეს ძალას მაძლევს. მინდა, ვისაც ყველაზე ძალიან უჭირს და სასოწარკვეთილია, ვუთხრა – ბედნიერება აუცილებლად მოვა, ოღონდაც უნდა იბრძოლოთ”, – განუცხადა

“კვირის პალიტრას” ელისო­ გაბელიამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისის რომელ მონაკვეთზე აიკრძალება გადაადგილება აგვისტოს ბოლომდე? – დედაქალაქის მერია განცხადებას ავრცელებს
  • ათონის მთაზე 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
  • უბედური შემთხვევა ხონში – ტაძარში ფრესკის ხატვისას მამაკაცი გადმოვარდა და დაიღუპა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge