Wednesday, July 16, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ექიმები ვერ ხსნიან, რა მოხდა…“ – პატრიარქის რჩევა და სასწაული, რომელიც მამა ილიას ცხოვრებაში მოხდა

September 11, 2024
“ექიმები ვერ ხსნიან, რა მოხდა…“ – პატრიარქის რჩევა და სასწაული, რომელიც მამა ილიას ცხოვრებაში მოხდა

არქიმანდრიტი ილია ნასიძე იმ სასწაულის შესახებ ჰყვება, რაც თავს გადახდა. ისტორიის შესახებ ჟურნალი „სარკე“ წერს.

„ეს ამბავი 2004 წელს მოხდა. ჯანმრთელობის პრობლემების გამო დიაგნოსტიკისთვის მივაკითხე ფრიდონ თოდუას კლინიკას, სადაც დამიდგინდა დიდი ზომის მალფორმაცია თავის ტვინში. აუცილებელი იყო გადაუდებელი ოპერაცია, თუმცა ეს არ იყო იოლი გადასაწყვეტი, რადგან მსგავსი დიაგნოზის დროს ოპერაციული ჩარევის პრაქტიკა საქართველოში იმ დროს არ იყო.

იმ მცირე ჩამონათვალი ქვეყნებიდან, სადაც მსგავსი ოპერაცია კეთდებოდა, ამოვარჩიეთ უკრაინა, კიევის კლინიკა. გარდა იმისა, რომ ფინანსური მხარეც გავითვალისწინეთ, კიდევ ერთი მთავარი მიზეზი ჩემთვის გახლდათ ის რომ, კიევი ღვთისმშობლის წილხვედრია და არჩევანიც სწორედ ამის მიხედვით გავაკეთე.

ქართველი ექიმებისგან ვიცოდი, რომ პრაქტიკული გამოცდილება იმდენად მცირე იყო, რომ ადვილი არ იქნებოდა ამ მიმართულებით გამოცდილ ექიმთა მოძიება, თუმცა ასეთი აღმოჩნდა კიევში მოღვაწე დოქტორი შჩეგლოვი და მისი ვაჟი… ოპერაციის შემდეგ, ცხადია, მე ნაკლებად ვიყავი ინფორმირებული, პროფესორებს ახლობლები თბილისიდან უკავშირდებოდნენ და სწორედ მათი მონათხრობით ოპერაციის შემდგომი შედეგები ასეთი იყო:
ახლობლების მონათხრობი: „იმ დროს, როცა ოპერაციაზე შეიყვანეს, აქ ფსალმუნების კითხვა დაიწყო მრევლმა და უწყვეტად მთელი ოპერაციის განმავლობაში იკითხებოდა… მხოლოდ 72 საათის შემდეგ გაისმა ზარი კიევიდან. პროფესორი შჩეგლოვი გვატყობინებდა, რომ ამ ხნის განმავლობაში ვერ მოცილდა პაციენტს, არც დაკავშირების საშუალება ჰქონდა და არც საიმედო სათქმელი. გვითხრა, რომ მედიცინის არანაირი კანონებით პაციენტი ახლა ცოცხალი არ უნდა ყოფილიყო. ოპერაციისას მალფორმაციის მთლიანობა დაირღვა და მოხდა ტოტალური სისხლჩაქცევა ღეროში. ზურგის ტვინიდან ახდენდნენ სისხლის ამოღებას შპრიცებით, მაგრამ იმდენად დიდი იყო დაზიანება, და ეს ისეთი პროცესია, გამორიცხული იყო, სისხლი მთლიანად გაწოვილიყო და ეს ასეც რომ მომხდარიყო, ეს ყველაფერი ისე ალაგებულიყო, რომ არ დაეტოვა მძიმე უარყოფითი შედეგები, ყოვლად შეუძლებელი იყო.

პროფესორი ვერ ხსნიდა იმ ფაქტს, რომ არა მხოლოდ გადარჩა პაციენტი, არამედ მოხდა უკუქცევა და არ დარჩა არც ერთი სიმპტომი… ექიმებმა არ ვიცით, როგორ გადარჩა და ის ფაქტი, რომ ცოცხალია, ჩვენთვის სრულ საოცრებას წარმოადგენს. მადლობა ღმერთს უთხარით, რომ გადარჩა!”

დაახლოებით რვა თვის შემდეგ ისევ მომიწია მეორე ოპერაციის გაკეთება. ამერიკელი ებრაელი დოქტორი მაიმონი, რომელსაც ხუთასამდე მსგავსი ტიპის ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, გაოცებული იყო არსებული მდგომარეობით. მე რომ ცოცხალი ვიყავი, მათთვის უკვე სასწაული იყო. წინა ოპერაციის შემდგომი რადიოლოგიური კვლევების მიხედვით საერთოდ გადაეწურათ იმედი… მეგობრებმა სასწრაფოდ დაურეკეს უწმინდესს. პატრიარქმა უთხრა: ,,გააკეთეთ ისე, როგორც ექიმები გირჩევენ”. საოპერაციოში შესვლამდე დამირეკა და მესმის მისი მამობრივი ხმა: ,,გააკეთე ისე, როგორც ექიმები გირჩევენ”…

უმწეო მდგომარეობით შესული, საოპერაციოდან გამოვედი სხვა ადამიანი… ექიმებმა თქვეს: ,,სისხლის მიმოქცევის მთელი სისტემა შეიცვალა თავის ტვინში და უდიდეს უბანზე გადაკეთდა და ჩამოყალუბდა ახლებურად. ჩვენთვის აუხსნელად ცოცხალი გადარჩა!“

ექიმები ვერ უძებნიან ახსნას, მე კი ზუსტად ვიცი, რომ ჩემს სიცოცხლეს დედა ღვთისმშობელი შეეწია, ჩვენი უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევა შემეწია… მე ღვთისმშობლის მიერ სიცოცხლე ბოძებული ვარ და მადლობა ამისათვის დედა ღვთისმშობელს”.

წყარო – “სარკე” 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
  • ამ სამსახურებს ხელოვნური ინტელექტი ვერ ჩაანაცვლებს – რას ამბობენ ექსპერტები
  • “დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი – მათ პირველადი გადაუდებელი დახმარება უტარდებათ”- ავარია ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge