Monday, July 14, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როგორ მოვუგეთ ჩეხეთს, რა მოხდა შესვენებაზე – ვილი სანიოლმა პატარა საიდუმლო გაგვიმხილა

September 10, 2024
რა მოლოდინი აქვს ვილი სანიოლს ჩეხეთთან თამაშის წინ – მთავარი მწვრთნელი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ჩეხეთთან მოგებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

გთავაზობთ ფრანგი სპეციალისტის მიერ გაკეთებულ ყველაზე საინტერესო განცხადებებს:

“კვარას შეცვლა 4:0-ზე? ზოგი ფეხბურთელის შეცვლა დაგეგმილი იყო, მაგალითად კიტეიშვილი, რომელსაც ტრავმა ჰქონდა. რაც შეეხება ხვიჩას, ის მაღალი დონის ფეხბურთელია და ასეთ სიტუაციაში თავად უნდა განსაზღვროს შეუძლია თუ არა ბოლომდე თამაში.”

“ალბანეთთან თამაში უფრო რთული იქნება, მიუხედავად იმისა რომ ისინი ევროზე ჯგუფში ჩარჩნენ.”

“პირველი 10-15 წუთი შეტევაში ცუდად ვითამაშეთ, რის მერეც შემტევები გააქტიურდნენ. შეხვედრის დასაწყისში სივრცე არ გვეძლეოდა, კვარას მიქაუტაძეს და ჩაკვეს სამოძრაო არეალი არ ჰონდათ, შემდეგ მათ ვუთხარი, რომ უკან არ ჩაწეულიყვნენ და შედეგიც სახეზეა.”

“კიტეშვილი ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელია, ის ყველა ტოპ ლიგაში, ყველა ტოპ გუნდში ითამაშებდა. ის დაცვაშიც და შეტევაშიც დიდ როლს ასრულებს. მისი ყოლით, როგორც მწვრთნელი, ძალიან ბედნიერი ვარ.”

“რთულია მომავალზე საუბარი, თუმცა გასაგებია, რომ ოდესღაც წავაგებთ, ეს ფეხბურთის წესია გამარჯვებებს მარცხი ყოველთვის მოსდევს.”

“რატომ დავრჩი საქართველოში? აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ, მხარდაჭერა მაქვს ფედერაციიდან. ეს არის მიზეზია, რატომაც აქ სამ-ნახევარი წელიწადია ვარ და აქვე ვრჩები.”

“საბოლოო ჯამში, ვიტყვი, რომ იდეალური თამაში გამოვიდა.”

შეგახსენებთ, რომ ჩეხების განადგურებით (4:1) “ჯვაროსნები” ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფს სათავეში ჩაუდგნენ. მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 10 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათიდან, ალბანეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?
  • „თუ ამ სიმპტომებიდან 5 მაინც გაქვთ და ეს 2 კვირაზე მეტხანს გრძელდება…“ – ნახეთ, ექიმის გაფრთხილება
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge