Wednesday, October 22, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

უმშვენიერესი მეუღლე, ორი ვაჟი და წარმატებული კარიერა -გაიცანით ახლოს ეროვნული ნაკრების დებიუტანტი ლუკა გადრანი

September 10, 2024
უმშვენიერესი მეუღლე, ორი ვაჟი და წარმატებული კარიერა -გაიცანით ახლოს ეროვნული ნაკრების დებიუტანტი ლუკა გადრანი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ერთა ლიგის ახალი გათამაშების შეხვედრებისთვის ორი დებიუტანტი გამოიძახა. ერთ-ერთი ყაზახური „ქაირათის“ მცველი ლუკა გადრანია, რომელმაც საქართველოს პირველ არხთან კომენტარი გააკეთა.

„ფეხბურთიდან ასეთი დიდი ემოცია ჯერ არ მიმიღია. ეს დიდი სიხარულია, რომლის სიტყვებით გადმოცემაც შეუძლებელია, წარმოუდგენელი განცდაა. რაც კარიერის დროს გადამიტანია და განმიცდია, ყველაფერმა თვალწინ ჩამიარა. იყო სიხარულიც, იმედგაცრუებაც, საუკეთესო და რთული პერიოდები. როგორც ჩანს, ამ ყველაფერს ტყუილად არ ჩაუვლია და მიხარია, რომ დღეს საქართველოს ნაკრების წევრი ვარ.

გუნდში ყველამ მომილოცა, რადგან ეს სადებიუტო გამოძახებაა, ყაზახეთში კი საქართველოს ნაკრებს ძალიან აფასებენ და ბევრი გულშემატკივარი ჰყავს“, – ამბობს ფეხბურთელი.

2023 წელს ლუკა გადრანი ყაზახეთის პრემიერლიგის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს და ჩემპიონატის საუკეთესო მცველად დაასახელეს – რჩეულები ორმა ცნობილმა საერთაშორისო ვებგვერდმა გამოავლინა.

ანალიტიკურმა პორტალმა, Sofascore-მა სიმბოლური ნაკრები 3-4-3 სისტემით შეადგინა – ვებგვერდმა „აქტობეს“ ქართველ ცენტრალურ მცველს 7,5 ქულა დაუწერა, რაც უკანახაზელებში საუკეთესო შეფასებაა და, შესაბამისად, ყაზახეთის საუკეთესო მცველად აღიარა.

2023 წლის სეზონის პრემიერლიგის გუნდი Transfermarkt-მა ყაზახეთში ექსკლუზიურ პარტნიორთან, Prosports.kz-თან ერთად შეადგინა და ქართველი მცველი ამ თერთმეტეულშიც მოხვდა. სეზონის დასრულების შემდეგ Transfermarkt-ზე ლუკას ტრანსფერის საბაზრო ღირებულება 550 ათას ევრომდე გაიზარდა.

ყაზახეთის პრემიერ ლიგის სიმბოლურ გუნდში ყველაზე მეტი, ოთხი წარმომადგენელი გადრანის ყოფილ კლუბს, „აქტობეს“ ჰყავს.

27 წლის ქართველ მცველს ჰყავს ოჯახი, მეუღლე თიკა კაპანაძე და ორი შვილი. თიკა კაპანაძე უკვე რამდენიმე წელია, რაც სოციალურ ქსელში აქტიურია და ყოველდღიურ ვლოგებსა და სასარგებლო რჩევებს გამომწერებს ხშირად უზიარებს. ლუკას პროფესიის გამო, წყვილს ხშირად უწევს განშორება, მათი შეხვედის ვიდეოები და ემოციები კი ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს. თიკა მეუღლის ყველაზე დიდი გულშემატკივარია, ის კარიერულ წარმატებებს ლუკას საჯაროდაც ხშირად ულოცავს და მის მიმართ მხარდაჭერას სოციალურ ქსელშიც გამოხატავს.
უმშვენიერესი მეუღლე, ორი ვაჟი და წარმატებული კარიერა -გაიცანით ახლოს ეროვნული ნაკრების დებიუტანტი ლუკა გადრანი

ულამაზესი წყვილი ორ ვაჟს, იოანესა და ტიმოთეს ზრდის.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სროლა თბილისში – რა მოხდა “ჰუალინგის” დასახლებაში?
  • დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ხელბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს – პროკურატურა
  • “რეაქცია მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ძალიან მოწყვეტილია ბაბლი რეალობას”- რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge