Wednesday, July 2, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რამდენი პირი დაჯარიმდა ბოლო ერთ წელიწადში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობისთვის?

September 6, 2024
რამდენი პირი დაჯარიმდა ბოლო ერთ წელიწადში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობისთვის?

გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობისთვის ბოლო ერთ წელიწადში 7 193 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ყველაზე მეტი დარღვევა თბილისში გამოვლინდა, – ინფორმაციას ავრცელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

დეპარტამენტის განმარტებით, უწყების თანამშრომლები 2023 წლის 4 სექტემბრიდან მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის მონიტორინგს საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში აწარმოებდნენ.

„საწყის ეტაპზე შემოწმების პროცესში 10 ეკიპაჟი (ხუთი თბილისში, ორი ქუთაისში, ორი ბათუმში, ერთი რუსთავში) იყო ჩართული. კონტროლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ავტომობილების რაოდენობა ხუთი ეკიპაჟით გაიზარდა – ორი ეკიპაჟი დაემატა თბილისში, თითო-თითო კი, რუსთავსა და ბათუმში. ეკიპაჟები აღჭურვილია ყველა საჭირო ხელსაწყოთი და აპარატურით. კანონის ამოქმედებიდან 2024 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟების მიერ, მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის ჯამში 7 193 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა. ყველაზე მეტი – 3 453 დარღვევა დაფიქსირდა თბილისში, 1 403 – ქუთაისში, 1 233 – ბათუმში, 1 104 – ქალაქ რუსთავში. დაჯარიმებული 7 193 სამართალდამრღვევიდან, 6 267 ფიზიკური პირია, ხოლო 926 – იურიდიული პირი. 4 463 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 2 434 – მიკროავტობუსის, 287 – სატვირთო ავტომობილის, ცხრა – ავტობუსის.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე – 300 ლარი, მესამე ჯერზე – 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა, შესაბამისად, 500, 1 500 და 3 000 ლარია. ჯარიმის ათი დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება. ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის – www.videos.police.ge საშუალებით.

საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლის გარდა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით სხვა არაერთ ღონისძიებას ახორციელებს: რეგულარულად ტარდება ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის შემოწმება, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას“, – ვკითხულობთ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზესტაფონში მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა
  • დონალდ ტრამპი ილონ მასკთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • „საქართველოს ხმის“ გამარჯვებული ცნობილია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge