Sunday, July 6, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სირთულეები პირად ცხოვრებაში – ასტროლოგები ასახელებენ ზოდიაქოს 3 ნიშანს

August 24, 2024
ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებიც შესაძლოა, 2024 წელს კარმულ პარტნიორს შეხვდნენ და პირადი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალონ

ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)

ქალწული ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებული ნიშანია, რომელსაც სტაბილურობა და ყველაფრის გეგმის მიხედვით წარმართვა განსაკუთრებით უყვარს. თუმცა, როგორ ასტროლოგები ამბობენ, რეტროგრადული მერკური თქვენს გეგმებს თვის განმავლობაში ბევრჯერ შეცვლის. თუ რომანტიკული შაბათ-კვირის მოწყობაზე ფიქრობთ, გსურთ საყვარელ ადამიანს გრძნობებში გამოუტყდეთ, შესაძლოა, ეს არც თუ ისე ხელსაყრელი პერიოდი აღმოჩნდეს. კომუნიკაცია გაგირთულდეთ და საბოლოოდ, არა ჰარმონიულ, არამედ კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. თუ უკვე ურთიერთობაში ხართ, ამ შემთხვევაშიც, აგვისტოს განმავლობაში შესაძლოა, სხვადასხვა საკითხზე ვერ შეთანხმდეთ და ხშირად იკამათოთ, ძველი წყენები გაიხსენოთ. ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ საყვარელ ადამიანთან საკუთარ ემოციებზე, გრძნობებზე, წყენაზე გულწრფელად ისაუბროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგროვილი ბრაზი ბევრად უარეს შედეგს მოგიტანთ.

ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)

როგორც ასტროლოგები ამბობენ, რეტროგრადული მერკურის გავლენით, თვის მეორე ნახევარში მომატებული შფოთვა და ემოციურობა შეგაწუხებთ და შეეცდებით, თქვენი პარტნიორი ხშირად გააკრიტიკოთ, შენიშვნები მისცეთ, ბრაზი გამოხატოთ, რაც, რა თქმა უნდა, კონფლიქტის რისკს სერიოზულად ზრდის. ამიტომაც, საკუთარ საქციელზე კარგად დაფიქრდით და შეეცადეთ, ობიექტურობა გამოიჩინოთ. ვიდრე პრეტენზიას გამოხატავთ, ჯერ კარგად გაარკვიეთ, ნამდვილად ღირს თუ არა ეს ჩხუბად. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ყველაზე მყარი და ძლიერი ურთიერთობაც კი დაიშალოს და მარტო დარჩეთ. ასევე, თუ ახალი ურთიერთობის დაწყებას გეგმავთ, ასტროლოგები გირჩევენ, რომ ეს სექტემბრისათვის გადადოთ. ვინაიდან, აგვისტოში, როგორც წესი, ადამიანებს სრულიად არაობიექტურად შეაფასებთ და მცდარ გადაწყვეტილებას მიიღებთ.

ტყუპები (22 მაისი – 21 ივნისი)

ტყუპები თავისუფლებისმოყვარე ნიშანია, რომელიც ჩარჩოებს, რაიმე ფორმით შეზღუდვას და იძულებას ვერ იტანს. სამწუხაროდ, როგორც ასტროლოგები ამბობენ, 2024 წლის აგვისტოში ეს მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება. ბევრს ადრეც არაფერს გეგმავდით, მაგრამ ახლა არის რისკი, რომ დიდ ქაოსში აღმოჩნდეთ და ამან გავლენა თქვენს ემოციურ მდგომარეობაზეც იქონიოს. პარტნიორის მიმართ გრძნობების გამოხატვა გაგიჭირდებათ. ამავდროულად, შესაძლოა, მომატებული ემოციური ფონის გამო, ბრაზიც ხშირად გამოხატოთ, რაც კონფლიქტებამდე მიგიყვანთ. ასტროლოგების მთავარი რჩევაა, აგვისტოში რადიკალური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგით იმაზე უკმაყოფილო იქნებით, ვიდრე შეიძლება, წარმოიდგინოთ.
წყარო: “ბომონდი”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • ცნობილია სავარაუდო მიზეზი, რის გამოც ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი დააკავეს
  • ავარია ბათუმში – რა ვითარებაა ადგილზე?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge