Tuesday, November 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“არასოდეს მქონია ასეთი მძიმე ფრენა, ბევრმა მგზავრმა ტირილი დაიწყო, ერთ-ერთმა კი გონება დაკარგა” – რა მოხდა ქუთაისი-ბერლინის რეისზე?

November 24, 2026
“არასოდეს მქონია ასეთი მძიმე ფრენა, ბევრმა მგზავრმა ტირილი დაიწყო, ერთ-ერთმა კი გონება დაკარგა” – რა მოხდა ქუთაისი-ბერლინის რეისზე?

მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ცუდი ამინდის გამო, ქუთაისი-ბერლინის რეისი ქუთაისიდან აფრენის შემდეგ თბილისში დაეშვა.

ინფორმაცია სოციალურ ქსელში ბორტზე მყოფმა მგზავრებმა გაავრცელეს:

“აფრენისას იყო საშინელი ტურბულენტობა და ქარი. აფრენიდან ერთ საათში, სავარაუდოდ, ძლიერი ტურბულენტობის და თანმდევი პრობლემების ფონზე, ქალბატონი გახდა ცუდად, დაეწყო ღებინება, რის გამოც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დავბრუნებულიყავით ქუთაისში. კვლავ უძლიერესი ქარი იყო, ისეთი რომ, საშინელი პანიკა ატყდა. თვითმფრინავი ვერ დაჯდა და გაემართა თბილისისკენ, სადაც ახლა ვიმყოფებით, ქალბატონი გაიყვანა სასწრაფომ”…

კიდევ ერთი მგზავრი მამუკა მარგიშვილი კი წერს, რომ ძლიერი ქარი ძალიან უშლიდა ხელს თვითმფრინავს, ბევრმა მგზავრმა ტირილიც კი დაიწყო.

“მე ვზივარ ამ თვითმფრინავში და ვინც ერკვევით ავიაციაში, იქნებ მითხრათ, რამდენად ნორმალურია ეკიპაჟის გადაწყვეტილება. ჯერ დავაფიქსირებ, რომ დაახლოებით 160–180 ფრენა მაქვს შესრულებული და არასოდეს მქონია ასეთი მძიმე აფრენა. ძლიერი ქარი ძალიან უშლიდა ხელს თვითმფრინავს, ბევრმა მგზავრმა ტირილიც კი დაიწყო.

ერთ-ერთი მგზავრი ცუდად გახდა. საბოლოოდ ყველაფერი დამშვიდდა, ტრაბზონამდე მივედით და რატომღაც გამოაცხადეს, რომ მგზავრი ისევ ცუდად გრძნობდა თავს და ქუთაისში ვბრუნდებოდით. ვეკითხები ეკიპაჟს: ეს ადამიანი სწორედ იმის გამო გახდა ცუდად, რომ ასეთი ძლიერი ქარი იყო და ახლა ისევ იქ რომ გვაბრუნებთ, რა გარანტიაა, რომ დაჯდომისას თვითმფრინავი ისევ ასე არ იქანავებს და მგზავრის მდგომარეობა კიდევ უფრო არ გაუარესდება-მეთქი. მიპასუხეს, რომ კაპიტანმა ასე გადაწყვიტა.

ისე აგიხდეთ ყველაფერი, ზუსტად იმავე უბედურებაში დავბრუნდით. რა თქმა უნდა, თვითმფრინავმა დაჯდომა ვერ მოახერხა. ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ ძლივს გადავრჩით. განსაკუთრებით დამძიმდა იმ მგზავრის მდგომარეობა, რომელმაც საბოლოოდ გონებაც დაკარგა. ახლა კაპიტანმა გამოაცხადა, რომ თბილისში მივფრინავთ. ყველაზე გაუგებარი ჩემთვის ისაა, რომ თვითმფრინავი არ დასვეს არც ტრაბზონში, რომლის სიახლოვესაც უკვე ვიყავით, არც ბათუმში და დაბრუნდნენ სწორედ იქ, სადაც არსებული მეტეოროლოგიური პირობების გამო მგზავრები ცუდად გახდნენ. ვინც ავიაციაში ერკვევით, მაინტერესებს, რამდენად პროფესიონალური და უსაფრთხოების თვალსაზრისით გამართლებული იყო ეკიპაჟის ასეთი გადაწყვეტილება?” – წერს მამუკა მარგიშვილი.

ქეთი ფუტკარაძის თქმით, რომელიც აღნიშნულ რეისზე იმყოფებოდა, პილოტის მოქმედებები და გადაწყვეტილებები გარკვეულ კითხვებს აჩენს და მგზავრის შეუძლოდ გახდომით ყველაფრის ახსნა საკმარისად არ მიაჩნია.

“ამ რეისზე თავად ვიმყოფებოდით და მინდა ჩემი გამოცდილებაც გაგიზიაროთ. აფრენის პროცესი თავიდანვე საკმაოდ რთული და შემაშფოთებელი იყო. მიუხედავად ძლიერი ქარისა და ტურბულენტობისა, თვითმფრინავმა ისეთი მანევრები შეასრულა, რომ მგზავრების ნაწილს ცუდად გახდომა დაეწყო. აფრენიდან მალევე თვითმფრინავის მარცხენა მხრიდან ძალიან ძლიერი ხმა გავიგონეთ, რომელიც აფეთქების ხმას ჰგავდა. ამის შემდეგ პილოტმა კურსი შეცვალა და უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

თავდაპირველად ქუთაისის აეროპორტში დაშვებას ცდილობდა, თუმცა ძლიერი ქარისა და არასასურველი ამინდის გამო ვერ შეძლო და საბოლოოდ თბილისის აეროპორტში დავეშვით. Wizz Air-მა ფრენის შეფერხების მიზეზად ერთ-ერთი მგზავრის შეუძლოდ გახდომა დაასახელა. დიახ, მგზავრი ნამდვილად გახდა შეუძლოდ, თუმცა, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ მიზეზი და შედეგი ერთმანეთისგან განვასხვაოთ. ჩემი დაკვირვებით, მგზავრების ცუდად გახდომას წინ უძღოდა აფრენისას შექმნილი რთული ვითარება და თვითმფრინავის საკმაოდ შემაშფოთებელი მანევრები.

წლებია Wizz Air-ით ვმგზავრობ და არაერთხელ მომიწია ფრენა რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში – ქარში, გრიგალსა და ყინვაში. მსგავსი შემთხვევა არასდროს მქონია. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ავიაკომპანიის ეკიპაჟს რთული სიტუაციების მართვის სათანადო გამოცდილება ჰქონდა. ამჯერად კი პილოტი ქალი იყო და, გულწრფელად რომ ვთქვა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მისი მოქმედებები და გადაწყვეტილებები ჩემში გარკვეულ კითხვებს აჩენს. არ ვამტკიცებ, რომ ზუსტად ვიცი, რა მოხდა ტექნიკურად, ან რა გახდა უკან დაბრუნების რეალური მიზეზი, თუმცა მგზავრის შეუძლოდ გახდომით ყველაფრის ახსნა ნამდვილად არ მიმაჩნია საკმარისად. ყველაზე მეტად ის მწყდება გული, რომ პირველად გადავწყვიტე ბავშვების წაყვანა სამოგზაუროდ და ასეთი გამოცდილება მივიღეთ. სრული კოშმარი იყო! არავის ვუსურვებ იმ განცდების გადატანას, რაც იმ თვითმფრინავში მყოფმა მგზავრებმა განვიცადეთ!!!” – წერს ქეთი ფუტკარაძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ჩვენი ამოცანაა, მოქალაქეებს, ასაკის, შემოსავლისა და საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, ჰქონდეთ პროფესიის შეძენისა და კვალიფიკაციის ამაღლების სათანადო პირობები”- რას ამბობს ირაკლი კობახიძე
  • ჩვენი ამოცანაა, მოქალაქეებს, ასაკის, შემოსავლისა და საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, ჰქონდეთ პროფესიის შეძენისა და კვალიფიკაციის ამაღლების სათანადო პირობები – ირაკლი კობახიძე
  • “მოქალაქეები პროფესიულ განათლებაში უფრო მეტად ხედავენ განვითარების რეალურ გზას, რაც ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა და Skillwill-ს ამაში განსაკუთრებულ როლი აქვს”- რას ამბობს ირაკლი კობახიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge