ვერძი
ამ დღეს გსურთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე დაასრულოთ, მაგრამ ამის ნაცვლად, ბევრი სხვადასხვა საქმის ერთდროულად კეთება მოგიწევთ. დღის მეორე ნახევარში ზოგი ვერძი სასიამოვნო საჩუქარს მიიღებს, ზოგი კი წარმატებულ შესყიდვას განახორციელებს. შესანიშნავი ინტუიციის წყალობით ადამიანებში კარგად ერკვევით. თუ ვინმე მოგწონთ, ის ამას იმსახურებს.
კურო
დღის დასაწყისში შეიძლება მოულოდნელად სირთულეები წარმოიშვას და ამის გამო კამათის თავიდან აცილება რთული იქნება. პროვოკაციებს ნუ აჰყვებით – გახსოვდეთ, რომ ხანდახან მცირე დათმობებზე წასვლა შეტევაზე უფრო მოგებიანია. დროთა განმავლობაში სიტუაცია უკეთესობისკენ იცვლება. ძალიან ხელსაყრელი პერიოდია სწავლისა და შემოქმედებისთვის.
ტყუპები
ხელსაყრელი დღეა სწავლის, ინტელექტუალური თუ შემოქმედებითი საქმიანობისთვის. თქვენი შორსმჭვრეტელობა დიდ სარგებელს მოგიტანთ. დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით ადამიანს, ვისაც თქვენი მხარდაჭერა სჭირდება. ყველაფერი, რასაც ამ დღეს სხვებისთვის გააკეთებთ, საბოლოოდ თქვენც სარგებელს მოგიტანთ, თუმცა ახლა ამის გაცნობიერება ძნელია. საღამოს ფინანსებთან და ქონებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას უნდა მოერიდოთ.
კირჩხიბი
საკუთარ შესაძლებლობებსა და წარმატებაში იმდენად დარწმუნებული ხართ, რომ გზაზე ვერავინ გადაგიდგებათ. ერთადერთი, რამაც შეიძლება პრობლემები შექმნას, თქვენი პარტნიორების ქარაფშუტობაა. შეეცადეთ, მოკავშირეებად საიმედო ადამიანები აირჩიოთ და ნუ ენდობით მათ, ვინც თქვენი კეთილგანწყობის მოპოვებას დაპირებებით ცდილობს.
სასიცოცხლო პოტენციალი მაღალია, ავადმყოფობა არ გემუქრებათ.
ლომი
ამ დღეს, სამწუხაროდ, წვრილმანების მიმართ ისეთი ყურადღებიანი არ ხართ, როგორც სიტუაცია მოითხოვს, ამიტომ შეიძლება შეცდომა დაუშვათ ან რაღაც ვერ შენიშნოთ.
დამოუკიდებლად ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, მით უმეტეს, თუ ის მხოლოდ თქვენ არ გეხებათ. გამოცდილი ადამიანების რჩევა შეცდომებს თავიდან აგაცილებთ და მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.
ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც სხვები ამბობენ. შესაძლოა, თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ.
ქალწული
ბედი გაგიღიმებთ. ამ დღეს ძველი, მტკივნეული პრობლემის გადაჭრის შანსი გექნებათ, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ. თუ სიმტკიცეს გამოიჩენთ, მიაღწევთ იმას, რაზეც დიდი ხანია ოცნებობდით.
ხელსაყრელი დღეა ძველ ნაცნობებთან ურთიერთობისთვის. საშუალება გექნებათ, რომ საქმიანი კავშირები აღადგინოთ და თანამშრომლობის განახლებაზე შეთანხმდეთ.
თუ არ აჩქარდებით, ეს დღე მშვენივრად ჩაივლის. ხშირად შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ ახალი საქმის დაწყებამდე ყველაფერი კარგად უნდა აწონ-დაწონოთ.
სასწორი
დღის დასაწყისში ურთიერთობაში სირთულეები გელით და კონფლიქტის თავიდან აცილებას ტიტანური ძალისხმევით შეძლებთ. შესაძლოა, საკუთარი თავით უკმაყოფილო ხართ, თუმცა სულ ტყუილად – თქვენ უამრავი ღირსება გაქვთ, რასაც გარშემო მყოფებიც ხედავენ.
ახლობელი ადამიანები საოჯახო საქმეებთან გამკლავებაში გეხმარებიან, მაგრამ ზოგჯერ თქვენს ცხოვრებაში უხეშად ჩარევასაც ცდილობენ. ეცადეთ, ამას იუმორით შეხედოთ.
მორიელი
ამ დღეს მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების გამახვილებას ცდილობთ, მაგრამ გარემოებები ამის საშუალებას არ გაძლევთ – ათას გადაუდებელ წვრილმანს უნდა გაუმკლავდეთ, რომელთაგან თითოეული დიდ ყურადღებას მოითხოვს.
დღის მეორე ნახევარში ეცადეთ დასვენებისთვის დრო გამონახოთ, მოდუნდეთ და უსიამოვნო აზრებისგან გათავისუფლდეთ. ახალი ნაცნობობა სასარგებლოა, თუმცა ადამიანები, რომლებსაც დღეს შეხვდებით, თქვენს მოლოდინებს არ გაამართლებენ.
მშვილდოსანი
მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობისას მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ, რადგან დახმარება იმაზე გვიან მოვა, ვიდრე საჭიროა.
გარშემო მყოფებთან საერთო ენის გამონახვა ადვილი არ იქნება. დღის მეორე ნახევარში უთანხმოების და კამათის ალბათობა განსაკუთრებით მაღალია.
შეეცადეთ კონფლიქტი თავიდან აიცილოთ, რადგან მისი დასრულება გაგიჭირდებათ. თუ მოინდომებთ, ნებისმიერი რთული სიტუაციიდან გამოსავალს იპოვით, მთავარია, ამით სხვა ადამიანების ინტერესები არ დააზარალოთ.
თხის რქა
დილიდან დაბნეული ხართ, აზრების მოკრეფა გიჭირთ და მუშაობის დაწყებას ვერ ახერხებთ. შესაძლოა, სრულიად უწყინარ სიტუაციაში ისეთი შეცდომა დაუშვათ, რომლის თავიდან აცილება ადვილად შეიძლებოდა.
მთლიანობაში, ეს დღე დასვენებისთვის უფრო შესაფერისია, ვიდრე მუშაობისთვის. ყველაფრის მიუხედავად, საქმესთან შეჭიდება ნუ შეგეშინდებათ – პირველივე ნაბიჯების შემდეგ, დამხმარეები გამოჩნდებიან. საყვარელ ადამიანთან გულწრფელი საუბარი ბევრ საკითხზე წარმოდგენას შეგიცვლით.
მერწყული
მოთმინება მოიკრიბეთ – ამ დღეს ძალიან დაგჭირდებათ. ბევრი რამ იმაზე რთული აღმოჩნდება, ვიდრე ელოდით და სირთულეებთან გამკლავებისთვის ყველაფერი გვერდზე უნდა გადადოთ.
გახსოვდეთ, თუ ემოციებს აჰყევით, ბევრი პრობლემა გაუარესდება.
მოსალოდნელია სამწუხარო შემთხვევა, რომელიც თქვენს გეგმებზე დიდ გავლენას არ მოახდენს, მაგრამ მცირე შეფერხებას გამოიწვევს. ინტუიცია დაგეხმარებათ, რომ პერსპექტიული და უიმედო პროექტები ერთმანეთისგან განასხვაოთ.
თევზები
ამ დღეს ირონიული შენიშვნები და ცინიზმი განსაკუთრებით გაღიზიანებთ. ნებისმიერ უტაქტობაზე და უხეშობაზე მწვავედ რეაგირებთ და სულ არ ფიქრობთ, ამას რა შედეგი მოჰყვება. ეცადეთ დამოუკიდებლად იმოქმედოთ – ეს ბევრ რამეს გააადვილებს.
საღამოს საშუალება გექნებათ, რომ მონატრებული ადამიანები ნახოთ. საყვარელ ადამიანთან ერთად ცოტა ხნით გარემოს შეცვლა სასარგებლო იქნება.