ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დენის დარტყმის შედეგად 2 წლის ბავშვი დაიღუპა. შემთხვევა სოფელ ხუცუბანში მოხდა.
როგორც “მთავარ არხს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით).