Sunday, July 6, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რომელია სტი­ქი­უ­რად ყვე­ლა­ზე სა­ში­ში ტე­რი­ტო­რი­ე­ბი საქართველოში – იხილეთ ჩამონათვალი

August 12, 2024
რომელია სტი­ქი­უ­რად ყვე­ლა­ზე სა­ში­ში ტე­რი­ტო­რი­ე­ბი საქართველოში – იხილეთ ჩამონათვალი

მეწყ­რე­ბი­სა და ღვარ­ცო­ფე­ბის თვალ­საზ­რი­სით, სა­ქარ­თვე­ლო მა­ღა­ლი რის­კის ზო­ნა­ა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­ში 53 ათა­სი მეწყ­რუ­ლი უბა­ნი და 3000-მდე ღვარ­ცოფ­სა­ში­ში მდი­ნა­რეა აღ­რიცხ­უ­ლი, მა­შინ, რო­დე­საც აზერ­ბა­ი­ჯან­ში, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ზე დი­დი­ა, სულ 9 ათა­სი მეწყ­რუ­ლი უბა­ნი­ა, სომ­ხეთ­ში კი – 3800. დღე­ი­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის 70% მეტ­-ნაკ­ლე­ბად სა­შიშ ზო­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბა.­ ყვე­ლა­ზე უფ­რო მოწყ­ვლად ­ზო­ნა­შია აჭა­რა. სტი­ქი­უ­რად სა­ში­ში უბ­ნე­ბი ყვე­ლა გე­ოგ­რა­ფი­ულ ზო­ნას მო­ი­ცავს და ყვე­ლა რა­ი­ონ­ში სხვა­დას­ხვა პრო­ცე­სი ვი­თარ­დე­ბა. გე­ო­ლო­გე­ბის დახ­მა­რე­ბით შე­ვე­ცა­დეთ დაგ­ვედ­გი­ნა, სტი­ქი­უ­რად ყვე­ლა­ზე სა­ში­ში ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ათე­უ­ლი.

1. აჭა­რა. “ა­ჭა­რა ყვე­ლა­ზე მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნი­ა. ერთ კვ.კმ-ზე 500 კაც­ზე მე­ტი მო­დის, რაც ძა­ლი­ან მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი­ა. ამას­თან, აჭა­რა მცი­რე­მი­წი­ა­ნი­ა, რის გა­მოც მი­წა გე­ო­ლო­გი­უ­რად ზედ­მეტ დატ­ვირ­თვას იღებ­ს. ეს კი იწ­ვევს მეწყ­რებს, ღვარ­ცო­ფებს, ერო­ზი­ულ პრო­ცე­სებს. აჭა­რა მხო­ლოდ მეწყ­ერ­სა­ში­ში ზო­ნა არა­ა, იქ ხში­რია ღვარ­ცო­ფე­ბი, მდი­ნა­რე­ე­ბი­სა და ზღვის ნა­პი­რე­ბის გა­რეცხ­ვა. მეწყ­ე­რი ღვარ­ცო­ფე­ბის წარ­მოქ­მნას გა­ნა­პი­რო­ბებს. აჭა­რა­ში 10 ათა­სი მეწყ­ე­რია აღ­რიცხ­უ­ლი. რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა შუ­ა­ხევ­ში, ხუ­ლო­ში, ქე­და­ში, ქო­ბუ­ლეთ­ში, ხელ­ვა­ჩა­ურ­ში. აქ, ძი­რი­თა­დად, ღვარ­ცო­ფე­ბი და მეწყ­ერ­სა­ში­ში უბ­ნე­ბი­ა. ეს რთუ­ლი რა­ი­ო­ნია და მუდ­მივ მო­ნი­ტო­რინგს სა­ჭი­რო­ებს. სა­შიშ­რო­ე­ბა ემუქ­რე­ბა ბა­თუმ­საც: ზღვის სა­ნა­პი­რო ზო­ლი მუდ­მი­ვად ირე­ცხ­ე­ბა, რად­გან ჭო­რო­ხი გა­და­კე­ტი­ლია და აღარ კვე­ბავს ზღვას (თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე კაშ­ხა­ლი შენ­დე­ბა). არა­და, მდი­ნა­რე­ებს შე­მოჰ­ქონ­დათ ზღვა­ში ძი­რი­თა­დი მა­სა­ლა, რო­მე­ლიც ქო­ბუ­ლე­თამ­დე აღ­წევ­და და ნა­პირს კვე­ბავ­და. ეს პრო­ცე­სი სას­წრა­ფოდ უნ­და შე­ვა­ჩე­როთ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ქა­ლა­ქი აღარ იქ­ნე­ბა”.

რომელია სტი­ქი­უ­რად ყვე­ლა­ზე სა­ში­ში ტე­რი­ტო­რი­ე­ბი საქართველოში - იხილეთ ჩამონათვალი2. რა­ჭა-­ლეჩხ­უ­მი. “რაჭა-ლე­ჩხუ­მი აქ­ტი­უ­რი მეწყ­ერ­სა­ში­ში ზო­ნა­ა. ურ­თუ­ლე­სი და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტია ცა­გე­რი. რა­საც გა­ნა­პი­რო­ბებს მი­სი რე­ლი­ე­ფუ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა, კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბი.

რე­ლი­ე­ფი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა­ჭა­ში არა მხო­ლოდ მეწყ­ე­რი, ღვარ­ცო­ფე­ბიც ხში­რი­ა. სა­მი წლის წინ ონის რა­ი­ონ­ში სო­ფელ გლო­ლი­სა და კუ­რორტ შო­ვის ტურ­ბა­ზის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ხი­დი მდი­ნა­რე დღვი­ო­რა­ზე ჩა­მო­წო­ლილ­მა ღვარ­ცოფ­მა და­ან­გრი­ა. ღვარ­ცოფ­მა წა­ი­ღო ტურ­ბა­ზის რამ­დე­ნი­მე კო­ტე­ჯიც, დატ­ბო­რა ნა­პირ­თან მდე­ბა­რე რამ­დე­ნი­მე საცხ­ოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი.

სა­ში­ში ად­რი­ა­ნი გა­ზაფ­ხუ­ლი და შე­მოდ­გო­მა­ა. ამ დრო­ის­თვის უკ­ვე არ­სე­ბობს დას­კვნა, თუ სად რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ა. შემ­დეგ ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ეგ­ზავ­ნე­ბა მთავ­რო­ბას, რა და რო­გორ უნ­და გა­კე­თ­დეს, თან­ხე­ბი არა­მიზ­ნობ­რი­ვად რომ არ და­ი­ხარ­ჯოს, უნ­და ვი­ცო­დეთ, სად რა სა­ხის მეწყ­ე­რი გვაქვს. მეწყ­რუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მი­წე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბას გა­მო­იწ­ვევს. ასეთ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მდე­ბა­რე­ობს, რო­გორც საცხ­ოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი, ასე­ვე სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბი და ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბი. ჩვენს მემ­კვიდ­რე­ო­ბას კი გაფ­რთხი­ლე­ბა უნ­და”.

რომელია სტი­ქი­უ­რად ყვე­ლა­ზე სა­ში­ში ტე­რი­ტო­რი­ე­ბი საქართველოში - იხილეთ ჩამონათვალი3. კა­ხე­თი. “მთე­ლი კა­ხე­თი მეწყ­ერ­სა­შიშ ზო­ნა­ში­ა. გე­ო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბი­სა და რე­ლი­ე­ფი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რის­კის ქვე­შაა ყვა­რე­ლი. ღვარ­ცოფ­სა­ში­ში რა­ი­ო­ნია სა­გა­რე­ჯო. რამ­დე­ნი­მე წლის წინ თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ თეთ­რწყლებ­ში ჩა­მო­წო­ლილ­მა მეწყ­ერ­მა ელექ­ტრო­ე­ნერ­გი­ის საყ­რდე­ნი ბო­ძე­ბი წა­ი­ღო. კა­ხეთს ბო­ლო წლებ­ში სტი­ქი­ამ შე­უ­ტი­ა. შარ­შან ამ რა­ი­ონ­მა მი­ლი­ო­ნო­ბით ლა­რის ზა­რა­ლი ნა­ხა. კა­ხეთ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით ღვარ­ცო­ფე­ბია სა­ში­ში. მუდ­მი­ვად საფ­რთხის წი­ნა­შე დგას ყვა­რე­ლი, რად­გან დუ­რუ­ჯი ძა­ლი­ან სა­ში­ში მდი­ნა­რე­ა. ადი­დე­ბულ­მა მდი­ნა­რემ არა­ერ­თხელ და­ატ­რი­ა­ლა უბე­დუ­რე­ბა ყვა­რელ­ში. წი­თელ წიგ­ნშია შე­ტა­ნი­ლი 200-ტო­ნი­ა­ნი დუ­რუ­ჯის ლო­დი, რო­გორც ბუ­ნებ­რი­ვი ფე­ნო­მე­ნი, რო­მე­ლიც მდი­ნა­რემ 1896 წელს გა­მო­რი­ყა ყვა­რელ­ში. კა­ხეთს მუდ­მი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გი ესა­ჭი­რო­ე­ბა, რომ ვი­ცო­დეთ, რო­გო­რი ტი­პის მეწყ­ერ­თან გვაქვს საქ­მე, ამის მი­ხედ­ვით გან­ვსა­ზღვრავთ რა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უნ­და გა­ვა­ტა­როთ.

განაგრძეთ კითხვა

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ჩემთვის ჩემი პროფესია, ჟურნალისტიკა, იყოფა ასე – 2021 წლის 5 ივლისამდე და მას შემდეგ“ – ქეთა ციცქიშვილი
  • „შესაძლოა, მძიმედ არის ავად ან უკვე გარდაიცვალა“ – რას წერს უცხოური მედია აიათოლა ალი ხამენეის შესახებ?
  • „დაიღუპა 24, ევაკუირებულია 237 ადამიანი…“ – წყალდიდობა ტეხასში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge