Friday, October 17, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

დაგეგმილია საუნივერსიტეტო პერსონალის დიდი წმენდა – საბა ბრაჭველი “ოცნების“ მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმაზე

October 17, 2025
დაგეგმილია საუნივერსიტეტო პერსონალის დიდი წმენდა – საბა ბრაჭველი “ოცნების“ მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმაზე

განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე გაჟღერებული სიახლეების შემდეგ, იურისტ საბა ბრაჭველს უჩნდება ეჭვი, რომ „დაგეგმილია საუნივერსტიტეტო პერსონალოს დიდი წმენდა.“

იურისტი მიიჩნევს, რომ დააანონსებული ხელფასის ზრდა პროფესორებისთვის, სწორედ იმას ემსახურება, რომ “ადგილების გამოთავისუფლების ხარჯზე გაიზრდება დარჩენილების ხელფასი.“

მისი თქმით, ფაკულტეტების და პროფესურის შემცირება პირდაპირ კავშირშია სტუდენტების რაოდენობის შემცირებაზე და ცოტა ხანში, განათლების მიღება გახდება იშვიათობა.

საუნივერსიტეტო განათლების რეფორმის პრეზენტაცია, პროპაგანდის წესების შესაბამისად, ყველაზე მიმზიდველი შედეგის ფრიალით დაიწყეს – პროფესორის ხელფასი 10 ათასი ლარი გახდებაო. ზოგიერთმა კარგმა მედიამაც ყველაზე მეტად ეს აიტაცა და გააშუქა.

თუ ამ შედეგის გამომწვევ მიზეზებს ჩავყვებით, ვნახავთ, რომ დაგეგმილია საუნივერსიტეტო პერსონალის დიდი შემცირება და წმენდა. ჰაერზე კი არ იზრდება რამე – პროფესორების ადგილების გამოთავისუფლების ხარჯზე გაიზრდება დარჩენილების ხელფასი. ადგილის შენარჩუნების სანაცვლოდ მათ კარგ შემთხვევაში – პასიური დუმილი, უფრო სავარაუდოდ კი – აქტიური მორჩილება მოუწევთ. თავიანთი პროპაგანდისტების დასასაქმებლადაც კარგი შესაძლებლობაა. მით უმეტეს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებს უცხოელი პროფესორების მოწვევაც აეკრძალებათ.

ფაკულტეტების და პროფესურის შემცირება ასევე ნიშნავს სტუდენტების რაოდენობის შემცირებას. უმაღლესი განათლების დონე ჩვენს ქვეყანაში ახლა შველას საჭიროებს, მალე კი – საშველიც აღარაფერი იქნება, რადგან თავად უმაღლესი განათლების მიღება გახდება იშვიათობა. განათლების მიღების გარეშე შემცირდება კრიტიკული აზროვნების ისედაც სავალალო მაჩვენებელი, რაც ტვინის რეცხვისა და პროპაგანდისთვის კიდევ უფრო ნოყიერ ნიადაგს შექმნის.

და თუ ვინმეს შვილი აქაურ სკოლას დაამთავრებს იმ იმედით, რომ პირდაპირ უცხოეთში გააგრძელოს სწავლა, ცუდი ამბავია აქაც – 12-წლიანი სასკოლო ციკლის შემცირების გამო საშუალო განათლების საერთაშორისო აღიარებაც გაჭირდება. ჯეროვანი განათლების მიღებამდე ჯერ პროპაგანდისტების ტვინის რეცხვის მოსმენა მოუწევს.

ეს არის დღევანდელი პრეზენტაციის მთავარი შინაარსი და არა 1-2 გადარჩეული პროფესორისთვის გასაზრდელი ხელფასი. ეს არის გზა მომავალი თაობების განათლების მოსპობისკენ, – წერს საბა ბრაჭველი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დაგეგმილია საუნივერსიტეტო პერსონალის დიდი წმენდა – საბა ბრაჭველი “ოცნების“ მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმაზე
  • თბილისში, საცხოვრებელ ბინაში ქალის ცხედარი იპოვეს – რა ხდება ადგილზე
  • ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუას მიმართავს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge