2024 წლის ივნისში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა საგრძნობლად შენელდა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული.
კერძოდ, მათი ცნობით, ივნისში გაყიდული ბინების რაოდენობამ 2 903 შეადგინა, რაც 20%-ით ჩამორჩება 2023 წლის ივნისის მაჩვენებელს.
„ეს შესაძლოა განპირობებული იყოს გადავადებული მოთხოვნით და მეტად სავარაუდოა, რომ ეს ტენდენცია წინასაარჩევნო პერიოდში გაგრძელდება, განსაკუთრებით საინვესტიციო მოთხოვნის ნაწილში.
ამასთან, თვიურ ჭრილში 8%-იანი კლება დაფიქსირდა. 2024 წლის 6 თვეში ტრანზაქციების რაოდენობა 3%-ით ნაკლებია 2023 წლის იმავე პერიოდთან შედარებით. გასაყიდი ფასი 1 178 აშშ დოლარს გაუტოლდა და წლიურად 1%-ით გაიზარდა. იმავე პერიოდში, ბაზრის მოცულობამ 222 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა,“ – ნათქვამია კვლევაში.
ამასთან, კვლევის ავტორთა შეფასებით, როგორც მოსალოდნელი იყო, მიმდინარე წლის ივნისში გასაქირავებელმა ფასმა უფრო შესამჩნევად დაიკლო.
„2024 წლის ივნისში 11.6 აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც წინა თვის მაჩვენებელს 3%-ით ჩამორჩება, ხოლო წინა წლის იმავე პერიოდს 8%-ით. ამავე პერიოდში, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგებმა 10.4% შეადგინა (-0.9 პპ, წ/წ),“- აღნიშნულია კვლევაში.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი