Tuesday, November 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ევროპარლამენტში დაგეგმილი დებატები – რა მოლოდინი აქვს ოპოზიციას

November 24, 2026
ევროპარლამენტში დაგეგმილი დებატები – რა მოლოდინი აქვს ოპოზიციას

საქართველოს საკითხი საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგში რჩება და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე დასავლეთის მხრიდან ზეწოლა გაიზრდება – ასეთია ოპოზიციის შეფასება ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დაგეგმილ დებატებთან დაკავშირებით.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება დასავლელი პარტნიორების მოწოდებებს უგულებელყოფს, ევროპარლამენტისთვის პოლიტიკური დევნისა და აქციების დროს დაკავებულთა საკითხი კვლავ პრიორიტეტულია.

დღეს ევროპარლამენტში იმართება კიდევ ერთი ძალიან მკაფიო დებატი. ეს არის დასტური იმის, რომ საქართველოს საკითხი არ ტოვებს ყურადღების სივრცეს. ჩვენი მეგობრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არიან დაინტერესებული ჩვენი საკითხით და ვნახავთ, რა თქმა უნდა, მეტ ზეწოალს ამ რეჟიმის მიმართ იმისთვის, რომ რეჟიმმა გადადგას ნაბიჯები, რაც არის ამ ერის ინტერესებში, რაც არის მიმართული 72 მუხლის დასაცავად, საქართველოს კონსტიტუციის დასაცავად, რაც არის მიმართული ჩვენი ევროპული კურსის დასაცავად და რა თქმა უნდა, საქართველოს გასამაჯვებლად. მე არ ვიცნობ კონკრეტულ ტექსტს, რომელიც უნდა იქნას დღეს პოტენციურად განხილული და მიღებული, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მეგობრები და პარტნიორები ყველაფგერს აკეთებენ იმისთვის, რომ იდგნენ საქართველოს გვერდით ამ ბერკეტების გამოყენებით, – ამბობს “ლელო – ძლიერი საქართველოს” წევრი გრიგოლ გეგელია.

ენმ-ს წევრი ირაკლი ფავლენიშვილი კი დასავლელი პარტნიორების მოწოდებებისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებაზე ამახვილებს ყურადღებას.

გასაგებია, რომ ევროპარლამენტისთვის ძალიან მნიშნელოვანია საქართველოს საკითხი, პოლიტიკური დევნის საკითხი და რა თქმა უნდა, ბატონი პაატა ბურჭულაძე და 4 ოქტომბერს თუ სხვა აქციებზე დაკავებული ადამიანები, პოლიტიკოსები, არიან პოლიტიკური ნიშნით დევნილები და არ დავობს ამაზე ცივილიზებულ სამყაროში არავინ, თუმცა ჩვენ გვესმის ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ეს უტიფარი განცხადებები, როდესაც მათ არცერთხელ ყურიც კი არ შეიბერტყეს არც ევროპარლამენტის განცხადებაზე, არც სხვა ჩვენი დასავლელი კოლეგების თუ სხვადასხვა ინსტიტუციების განცხადებებზე, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხები არის მუდმივად აქტუალური ევროპელი კოლეგებისთვის, – ამბობს ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ფავლენიშვილი.

“პაატა ბურჭულაძე და პოლიტიკური პატიმრები “ქართული ოცნების” რეჟიმის პირობებში” – ევროპარლამენტი საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე ახალი რეზოლუციის მისაღებად ემზადება. რეზოლუციის პროექტი ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის, თუმცა “პირველების” ინფორმაციით, ევროპელი დეპუტატების ყურადღების ცენტრში კვლავ აქციების დროს დაკავებული პირების საკითხი და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ინიციატივაა.

ცნობილია, რომ დებატებზე პაატა ბურჭულაძის საკითხი ცალკე იქნება გამოყოფილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ევროპარლამენტში დაგეგმილი დებატები – რა მოლოდინი აქვს ოპოზიციას
  • ევროპარლამენტში დაგეგმილი დებატები – რა მოლოდინი აქვს ოპოზიციას
  • კონსტანტინე ქათამაძე საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge