Sunday, July 27, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

კლიმატური ცვლილებებისა და ზღვის დონის აწევის ფონზე, შესაძლოა, სანაპიროებზე არსებული განაშენიანება წყალში აღმოჩნდეს

August 5, 2024
კლიმატური ცვლილებებისა და ზღვის დონის აწევის ფონზე, შესაძლოა, სანაპიროებზე არსებული განაშენიანება წყალში აღმოჩნდეს

„არ შეიძლება განაშენიანების ისე განვითარება, რაც ახლა ხდება სანაპიროებზე“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ კლიმატური ცვლილებებისა და ზღვის დონის აწევის ფონზე, შესაძლოა, სანაპიროებზე არსებული განაშენიანება წყალში აღმოჩნდეს.

„გვაქვს საფრთხეები კავკასიონსა და მცირე კავკასიონზე. აჭარა-თრიალეთის ქედი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ფაქტობრივად, ვხედავთ, რომ საფრთხეები გვაქვს ყველა მხრიდან და ამას სჭირდება სერიოზული მუშაობა. გლობალური კლიმატის ცვლილების პროცესები კავკასიონზე, სამწუხაროდ, მძიმე შედეგებით შეიძლება დასრულდეს, თუ არ იქნება პრევენციული ღონისძიებები გატარებული.

ამას ემატება კიდევ გლობალური კლიმატური ცვლილების დროს ზღვის დონის აწევა, ამაზეც სამუშაოა. ვითხოვთ, რომ გაკეთდეს საზღვაო სტრატეგია და ეს უნდა იყოს მიღებული სახელმწიფოს მიერ. მიუხედავად იმისა, რომ გარემოს მოქმედებათა გეგმაში რაღაც თავი მიეძღვნა საზღვაო ნაწილს, ეს არ არის საკმარისი და მოთხოვნაში გვიწერია, რომ სტრატეგია უნდა გვქონდეს,“- განაცხადა ჩხობაძემ.

მისივე თქმით, საზღვაო სტრატეგიასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს ამ ეტაპზე სამოქმედო გეგმაზე მუშაობა, მაგრამ მთავარი არა გეგმის ქონა, არამედ მისი აღსრულებაა.

„არ შეიძლება განაშენიანების ისე განვითარება, რაც ახლა ხდება სანაპიროებზე. ეს ყველაფერი შეიძლება რაღაც მომენტში ჩადგეს წყალში – წყალდიდობები და ქარიშხლები ვშიშობთ, რომ გაძლიერდება კლიმატის ცვლილების ფონზე. ისეთი ქარბორბალა, რომელიც განვითარდა ბოლო პერიოდში კახეთის რეგიონში, წლებია არ ყოფილა. მანამდე იყო სამცხე-ჯავახეთში, მაგრამ შედარებით მცირე მასშტაბის,“ – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ემუქრება თუ არა საქართველოს ევროპის მსგავსად რეკორდული სიცხეები? – სინოპტიკოსის პროგნოზი
  • ლუკა კურტანიძე დააკავეს
  • არსებული ინფორმაციით, ლუკა კურტანიძემ ყოფილ ცოლს სცემა – ვრცელდება კადრები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge