Tuesday, July 15, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საინტერესო

“ბათუმში მთელი ოჯახი მელოდება” – ისრაელელი ბიჭის ისტორია, რომელიც ჯარში გაცნობილ ქართველ ქალზე დაქორწინდა

May 23, 2021
“ბათუმში მთელი ოჯახი მელოდება” – ისრაელელი ბიჭის ისტორია, რომელიც ჯარში გაცნობილ ქართველ ქალზე დაქორწინდა

23 წლის დავით ისპიროვი ისრაელში, ჰაიფაში ცხოვრობს, თუმცა ამჟამად ბათუმში მოფრინავს. ისრაელურ გამოცემასთან Haaretz ისპიროვი ამბობს, რომ ბათუმში მას მთელი ოჯახი ელოდება – მშობლები, და-ძმები, ცოლი და შვილი.

ისპიროვი საქართველოდან არის, თუმცა 9 წლის წინ საცხოვრებლად ისრაელში წავიდა ნაალის პროგრამის საშუალებით, რომელიც ახალგაზრდა ებრაელებისთვის არის. ბიჭი 4 წელი სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კი ჯარში გაიწვიეს. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ მან ისრაელში სამსახური იშოვა, თუმცა ახლა გადაწყვიტა, რომ საქართველოში დაბრუნების დროა.

“ისრაელში რომ ჩამოვედი, 15 წლის ვიყავი, მინდოდა განსხვავებული სამყარო მენახა, მინდოდა მცოდნოდა, როგორია ისრაელი, ვინ ცხოვრობს აქ, როგორია ამ ქვეყანაში ცხოვრება… ძალიან კარგი იყო აქ, ახლაც ძალიან კარგია ჩემთვის.”

მომავალ ცოლს ის ისრაელის ჯარში შეხვდა – გოლანის მე-12 ბატალიონში. გაცნობიდან 1 წლის შემდეგ მათ შეხვედრები დაიწყეს, თუმცა გოგოს იქ დაქორწინება არ შეეძლო, რადგან ისრაელელი არ იყო. ისპიროვის თქმით, მისი ცოლი ქართველია, ამიტომ წყვილს დაქორწინება საქართველოში მოუხდა. ქალმა სამშობლოში დარჩენა მოისურვა, ქმარი კი ისრაელში დაბრუნდა, მარტო.

“ისრაელში რელიგიურ სკოლაში ვსწავლობდი და შესაბამისად, ვიცოდი რელიგიური წესები. ვიცოდი, რომ ისრაელში დაქორწინებას ვერ შევძლებდით, თუმცა უკეთესიც იყო ქორწილი საქართველოში, რადგან მთელი ოჯახი იქ არის.

მარტო ცხოვრება ძალიან ძნელია. ახლა საქართველოში მივფრინავ, დავრჩები 1-2 კვირით. აქ ვმუშაობ და მთელ ხელფასს საქართველოში ვუგზავნი. მხოლოდ ბინის ქირისა და საკვებისთვის საჭირო თანხას ვიტოვებ,” – ამბობს დავიდ ისპიროვი.

ამბობს, რომ ისრაელი ძალიან უყვარს. თუ ომისთვის მობილიზაციას გამოაცხადებენ, ერთ-ერთი პირველი იქნება, ვინც სამხედრო სამსახურში კიდევ ერთხელ გამოცხადდება,

“თუ წერილს მივიღებ, რამდენიმე დღეში დავბრუნდები ისრაელში. ამას გარდა, საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა არ არის კარგი. თუ აქ თვეში მინიმუმ 5 ათასი შეკელი (1530 აშშ დოლარი) არის საშუალო შემოსავალი, იქ არის 400-500 შეკელი. საქართველოში ცხოვრება შედარებით იაფია, თუმცა მაინც ძალიან რთულია, ყველას სჭირდება სამსახური, რაც ძნელი საშოვნელია.”

ის ჰაიფაში მატარებლის კონდუქტორად მუშაობდა, კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ კი ელიათში გადავიდა და ამჟამად სასტუმროში მუშაობს, რომ ოჯახზე აღებული პასუხისმგებლობა შეასრულოს.

“თუ მე არ ვიმუშავებ, ცოლსა და შვილს არ ექნებათ საკვები ან საცხოვრებელი.”

სამომავლოდ ისპიროვი პროგრამირების სწავლას გეგმავს, სამუშაოდ წასვლა კი ევროპაში სურს, რადგან იქ ანაზღაურება მეტია.

“მე მაქვს სახლი ჰაიფაში, მაგრამ მინდა რომ გავყიდო და აშდოდში ვიყიდო, ამ ქალაქში ბევრი ქართველი ცხოვრობს, ხაჭაპურისა და ქართული საჭმლის დაგემოვნება იქ ყველგან შეიძლება”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ძლიერი მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი
  • “ჰყოლია შვილი, რასაც ასაიდუმლოებს” – ვისზე წერს რომან გოცირიძე?
  • “ახლაც კი აღმოჩნდნენ ოჯახები, რომლებსაც გასვლა არ უნდათ აქედან”- ნიკოლოზ კახეთელიძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge