პარიზის ოლიმპიადის მეოთხედფინალში ქართველმა მოკრივემ ლაშა გურულმა (63.5 კგ) ყაზახი ბაზარბაი მუხამედსაბირი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
21 წლის ყაზახთან ლაშამ შეხვედრა დამაჯრებლად წარმართა, მაგრამ პირველ რაუნდში ყველა მსაჯმა უპირატესობა მეტოქეს მიანიჭა. მეორე რაუნდში ლაშას წარბი გაუსკდა თუმცა უფრო ეფექტურად იბრძოლა და ამჯერად ყველა მსაჯმა მას მიანიჭა უპირატესობა და გადამწყვეტი რაუნდის წინ ანგარიში გათანაბრდა.
ბოლო რაუნდში გურულმა მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით 3:2 გაიმარჯვა და ოლიმპიადის ნახევარფინალში გავიდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლაშამ ოლიმპიური მედალი გაინაღდა.