Thursday, July 10, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რამდენ ბალიან მიწისძვრებზეა გაანგარიშებული თბილისში მშენებარე კორპუსები?

August 1, 2024
რამდენ ბალიან მიწისძვრებზეა გაანგარიშებული თბილისში მშენებარე კორპუსები?

„შენობა, რომელზეც არის რაიმე სახის დაშენება-მიშენება, ყველანაირი გამონაკლისის გარეშე არის ავარიული,“ – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ კომპანია “არსის” დამფუძნებელმა, თბილისის ყოფილმა მთავარმა არქიტექტორმა ირაკლი როსტომაშვილმა განაცხადა.

მან ისაუბრა იმის შესახებ თუ ვინ და როგორ უნდა განსაზღვროს მყარია თუ არა შენობა და სწორია თუ არა შეხედულება ძველი კორპუსების მდგრადობის შესახებ.

„1992 წლიდან საქართველოში მშენებლობის კონსტრუქციული ნაწილის საანგარიშო ნორმები შეიცვალა და გახდა 8 ბალი. საუბარია, თბილისზე. 1992 წლამდე იყო 7 ბალი. მას შემდეგ იყო რამდენიმე სიძლიერის მიწისძვრა და მაშინ მხოლოდ ე.წ. უკანონო მიშენებები დაზიანდა. ნგრევა კი ძველ ისტორიულ ზონებში დაფიქსირდა,“ – განაცხადა როსტომაშვილმა.

მისი თქმით, შენობები, რომელზეც ნებისმიერი სახის დაშენება ან მიშენებაა, ყველანაირი გამონაკლისის გარეშე არის ავარიული.

„პანიკის აწევა მოსახლეობაში სწორი არ არის და ამაზე მუნიციპალიტეტებმა უნდა იმუშაონ, მაგრამ გეტყვით, რომ მასივებში არსებული ე.წ. წერტილოვანი ერთ სადარბაზოიანი საცხოვრებელი კოპრუსები, ნაშენია 70-იან წლებში და ის 7 ბალზეა გაანგარიშებული. დღევანდელი ნორმებით ზედამხედველობის სამსახური ამ კორპუსებს ექსპლუატაციაში აღარ მიიღებდა და ასეთი შენობები არის ძალიან ბევრი.

ძალიან ცუდია, რომ ხშირად მიწევს ამაზე საუბარი, მაგრამ თბილისში შენობების დიდი უმრავლესობა არის მწვავედ ავარიული. ავარიული კი მხოლოდ ბზარებს არ ნიშნავს. შენობა, რომელზეც არის რაიმე სახის დაშენება-მიშენება, ყველანაირი გამონაკლისის გარეშე არის ავარიული,“ – განაცხადა „არსის“ დამფუძნებელმა..

ამასთან, გადაცემაში სტუმრობისას, ირაკლი როსტომაშვილმა განმარტა, თუ როგორი კორპუსი ითვლება მყარად.

„შენობა, რომელიც პროექტის შესაბამისად არის აშენებული, რომელსაც ზედამხედველობის სამსახური გრაფიკის მიხედვით აკონტროლებს და იბარებს, ის შენობა, თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი, რომ არის მყარი.

ამის კარგი მაგალითია მიწისძვრის შედეგად დაზიანებული ძველი კორპუსები, ხოლო სწორად აშენებულ ახალ კორპუსებს მიწისძვრის დროს პრობლემა არ აქვთ,“ – აღნიშნავს ის.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ბრიუსელში ქართველი მოსამართლეების სანქცირებას განიხილავენ”- “ფორმულა”
  • ბათუმში გაუჩინარებული ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს
  • ესპანეთის სასამართლომ კარლო ანჩელოტის ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge