Monday, July 28, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თბილისის სკოლები, რომლის რეაბილიტაციაც წელს იგეგმება

August 1, 2024
თბილისის სკოლები, რომლის რეაბილიტაციაც წელს იგეგმება

მიმდინარე წელს თბილისში 5 სკოლის რეაბილიტაციაა დაგეგმილი, – ამის შესახებ აღნიშნულია „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

განსახორციელებელი პროექტების ჯამური ღირებულება 44 473 061 ლარს აჭარბებს, საიდანაც 80.5%-ს ანუ 35 809 257 ლარს დონორები იხდიან. კერძოდ, დედაქალაქში დაგეგმილი 5 სკოლის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხის უდიდეს ნაწილს – მსოფლიო ბანკი და ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი დააფინანსებენ.

უფრო კონკრეტულად, წელს თბილისში დაგეგმილია შემდეგი სკოლების რეაბილიტაცია:

  • N67 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაზრდა – 4 014 048 ლარი, საიდანაც 85.75%-ს აფინანსებს ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი, დანარჩენი კი ფინანსდება ბიუჯეტიდან;
  • №63 საჯარო სკოლა: 14 მილიონი ლარი – 80% ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ, დარჩენილი 20% – ბიუჯეტიდან;
  • №120 საჯარო სკოლა: 10 455 064 ლარი – 80% ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ, დარჩენილი 20% – ბიუჯეტიდან;
  • №99 საჯარო სკოლა: 9 823 950 ლარი – 80% ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ, დარჩენილი 20% – ბიუჯეტიდან;
  • №50 საჯარო სკოლა: 6.18 მილიონი ლარი – 80% ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ, დარჩენილი 20% – ბიუჯეტიდან.

აღსანიშნავია ისიც, რომ 63-ე, 120-ე, 99-ე და 50-ე სკოლების რეაბილიტაციისთვის პროექტირება მიმდინარეობს.

ცნობისთვის, დედაქალაქის გარდა მიმდინარე წელს რეგიონებში დაგეგმილია 6 სკოლის რეაბილიტაცია. კერძოდ, ეს სკოლებია: სიმონიანთხევის საჯარო სკოლა (თიანეთი), მერეთის საჯარო სკოლა (გორი), საყდრიონისა და ნარდევანის საჯარო სკოლები (წალკა), ოშორასა და ურაველის საჯარო სკოლები (ასპინძა). ამ ეტაპზე მიმდინარეობს სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება. ჯამში ამ 6 სკოლის რეაბილიტაცია 20.1 მილიონ ლარზე მეტი დაჯდება. აქაც თანხის უდიდეს ნაწილს დონორი – სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაცია (NEFCO) იხდის.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვალუტის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს ხვალ?
  • შსს ლუკა კურტანიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • ემუქრება თუ არა საქართველოს ევროპის მსგავსად რეკორდული სიცხეები? – სინოპტიკოსის პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge