ძიუდოისტი ლაშა ბექაური (90კგ) პარიზის ოლიმპიადის ფინალში მოიგო და შესაბამისად ის ოქროს მედალის მფლობელი გახდა. მან საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
ფინალში ლაშა ბექაურის მეტოქო იაპონელი სანშირო მურაოს შეხვდა, რომელთანაც ქართველს წინა სამი დაპირისპირება მოგებული აქვს. მანამდე ბექაურმა ნახევარფინალში ესპანეთის სახელით გამომსვლელი ტრისტან მოსახლიშვილი გაფრთხილებებით დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ამ მიღწევით ბექაურმა სოლიდური თანხა გამოუმუშავა.
კერძოდ, იგი ჩვენი სახელმწიფოსგან 1 მილიონ ლარს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას უკვე ორი მედალი აქვს – ერთი ოქრო და ერთი ვერცხლი, რომელიც 81კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.