UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ლაშა ბექაურს ორ გზის ოლიმპიურ ჩემპიონობას ულოცავს და სოციალურ ქსელში წერს:
“იმსახურებ ლაშა, ჩემო ძმაო. ელიტარული სპორტსმენი და უკეთესი პიროვნება” – წერს ილია.
ძიუდოისტი ლაშა ბექაური (90კგ) პარიზის ოლიმპიადის ფინალში მოიგო და შესაბამისად ის ოქროს მედალის მფლობელი გახდა. მან საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
ფინალში ლაშა ბექაურის მეტოქო იაპონელი სანშირო მურაოს შეხვდა, რომელთანაც ქართველს წინა სამი დაპირისპირება მოგებული აქვს. მანამდე ბექაურმა ნახევარფინალში ესპანეთის სახელით გამომსვლელი ტრისტან მოსახლიშვილი გაფრთხილებებით დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას უკვე ორი მედალი აქვს – ერთი ოქრო და ერთი ვერცხლი, რომელიც 81კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.