Wednesday, May 28, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თბილისში საზაფხულო ბაღების პროექტი დასრულდა

July 31, 2024
თბილისში საზაფხულო ბაღების პროექტი დასრულდა

„საზაფხულო ბაღების პროექტი დასრულდა, რომლითაც თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში 2023-2024 სააღმზრდელო წელი დაიხურა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

დედაქალაქის მერმა ბაღების ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

„15 500 ბავშვი გავაცილეთ სკოლებში და მინდა, მათ საუკეთესო მომავალი და წარმატებები  ვუსურვო. მნიშვნელოვანი იყო ეს წელი თბილისის ბაღებისთვის, როგორც ინფრასტრუქტურის, ისე საგანმანათლებლო მიმართულებით. ბევრი ახალი პროექტი განხორციელდა – გასული სექტემბრიდან თბილისს შეემატა ხუთი საბავშვო ბაღი. ამჟამად მიმდინარეობს ბოლო სამზადისი სამი ახალი საბავშვო ბაღის გახსნისთვის. ასევე, ახალი სააღმზრდელო წლის დასაწყისში, ვაზისუბნის დასახლებაში ვგეგმავთ N124 საბავშვო ბაღის გახსნას, რომელიც 300-მდე ბავშვს მიიღებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს პროექტი ერთი და იგივე, ევროპული სტანდარტით ხორციელდება.

„გარდა ამისა, ვახორციელებთ ძველი ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოებს იმისთვის, რომ მდგომარეობა ყველგან მოწესრიგდეს, იყოს ერთნაირი სტანდარტი. ყველამ იცის, რა მიდგომებია საბავშვო ბაღებთან მიმართებით, როგორ შენდება და როგორი სტანდარტი გვაქვს. გვინდა, ყველა საბავშვო ბაღი ყველგან აკმაყოფილებდეს ევროპულ სტანდარტებს, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ყველაფერი კეთდება, რომ ბავშვები აღზრდისა და განვითარების მიმართულებით ნორმალურ პირობებში იყვნენ. მომავალშიც გავაგრძელებთ არსებული ბაღების რეაბილიტაციას და მშენებლობას, თუ ამის საჭიროება იქნება და“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “უდიდეს პატივსაც ვცემდი” – რას ამბობს ვაკეში, ბიზნესმენის მკვლელობაში ბრალდებული პირი
  • მოძრაობა შეიზღუდება – გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს
  • ცნობილი ბლოგერი თავის ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge