Tuesday, August 19, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველოს რამდენ მოქალაქეს ჩამოართვეს მართვის მოწმობა ქულების ამოწურვის გამო

July 26, 2024
საქართველოს რამდენ მოქალაქეს  ჩამოართვეს მართვის მოწმობა ქულების ამოწურვის გამო

3 თვეში ქულების ამოწურვის გამო მართვის მოწმობა 6 ადამიანს ჩამოერთვა, – აღნიშნულს მოწმობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები.

კერძოდ, უწყების ცნობით, 2024 წლის 1-ელ კვარტალში, მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულა 84 792 პირს დააკლდა. მათ შორის, 6 ადამიანს სრულად ამოეწურა ქულები.

რეგიონების მიხედვით, მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულა სრულად ამოეწურა 2 ადამიანს – თბილისში; 1-1 პირს – მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო-სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტში. კიდევ 1 ადამიანს კი ქულების ამოწურვის გამო მართვის მოწმობა ჩამოერთვა სხვა მუნიციპალიტეტში.

რაც შეეხება ქულების დაკლებას, ყველაზე მეტ – 25 590 პირს მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულები 2024 წლის იანვარ-მარტში დედაქალაქში დააკლდა.

რაც შეეხება გასული წლის ჯამურ მონაცემებს, 2023 წელს საქართველოში მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულები დააკლდათ 316 250 პირს, მათ შორის, 248 ადამიანს კი სრულად ამოწურა ქულები და შეუჩერდა მართვის მოწმობის მოქმედება.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1-ლი ივლისიდან მართვის მოწმობას 100 ქულა მიენიჭა და თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ამ 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას იწვევს. კალენდარული წლის განმავლობაში 100 ქულის ნულამდე შემცირების შემთხვევაში, მძღოლს მართვის უფლება უწყდება და მის მისაღებად გამოცდის ხელახლა ჩაბარება უწევს.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა”- ავარიას მამაკაცი ემსხვერპლა
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი ხვალ – განახლებული პროგნოზი
  • გაზის მიწოდება 24 საათით შეწყდება – იხილეთ მისამართები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge