Tuesday, August 19, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ვის უნდა მიმართონ მოქალაქეებმა თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის პრობლემების გადასაჭრელად

July 25, 2024
ვის უნდა მიმართონ მოქალაქეებმა თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის პრობლემების გადასაჭრელად

რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ ურბანული ლაბორატორიის ხელმძღვანელმა გიორგი ბაბუნაშვილმა თბილისის ტრანსპორტის პრობლემების შესახებ რადიომსმენელების კითხვებს უპასუხა და განმარტა, თუ რომელ კომპანიებსა და დაწესებულებებს უნდა მიმართონ დედაქალაქის მცხოვრებლებმა ამ საკითხებზე.

„მოქალაქეებმა ხშირად, ზუსტად არ იციან, ვის მიმართონ, როდესაც რაღაც პრობლემას აწყდებიან. მაგალითად, ტრანსპორტში არის გამოკრული ცხელი ხაზის ნომერი. ახლა გადის „ფეისბუკზე“ სატრანსპორტო კომპანიის სარეკლამო რგოლი, იმის შესახებ, რომ თუ პრობლემას აღმოაჩენენ, მას მიმართონ მოქალაქეებმა. თუ არ ვცდები, იმავე მიზნით ბანერები გაკრული არის მეტროშიც.

უფრო ზუსტად რომ განვმარტოთ, თბილისში არის ორი სატრანსპორტო კომპანია: მიკროავტობუსებისთვის – შპს „თბილისის მიკროავტობუსი“ და მეტროს, ავტობუსებისა და საბაგირობისთვის – თბილისის სატრანსპორტო კომპანია. ორივეს თავისი ცხელი ხაზი აქვს.

ასევე არის სააგენტო, რომელიც სატრანსპორტო პოლიტიკას ადგენს. ეს არის თბილისის მერიაში ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო. თუ გინდათ მარშრუტის დანიშვნა, შეცვლა ან მსგავსი რამ, ამ სააგენტოს უნდა მიმართოთ. მოქალაქემ შესაძლოა არ იცოდეს ამ სააგენტოს შესახებ და წესით, გამგეობას რომ მიმართოს, გამგეობამ წერილი სააგენტოში უნდა გადაამისამართოს“, – აღნიშნა გიორგი ბაბუნაშვილმა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცხელი ხაზი: 032 293 44 44

„თბილისის მიკროავტობუსის“ ცხელი ხაზი: 032 2 20 03 40

წყარო: ბიზნესპრესნიუსი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის 5 ფაქტი აღიკვეთა
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • “ტელეფონი მას არ აქვს, თუმცა ჩვენ მუდმივად ვკითხულობთ…” – კობახიძე რიჟვაძესთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხობს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge