Tuesday, July 8, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა უნდა გაითვალისწინოს მოქალაქემ მიწის რეგისტრაციის დროს – იურისტის განმარტება

July 24, 2024
რა უნდა გაითვალისწინოს მოქალაქემ მიწის რეგისტრაციის დროს – იურისტის განმარტება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მთავარი იურისტის, თეონა ზაქარაშვილის განცხადებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესში სახელმწიფო მოქალაქეებზე უფრო მეტად უნდა ყოფილიყო ორიენტირებული.

როგორც იურისტი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, მოქალაქეების ნაწილს მიწის რეგისტრაციის პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია ნაკლებად აქვთ. მანვე ისაუბრა ზოგად რეკომენდაციებზეც, რომლებიც მოქალაქეებმა მიწის რეგისტრაციის პროცესში უნდა გაითვალისწინონ. მისი თქმით, პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოსაც, რომელმაც რეგისტრაციისთვის სისტემა უნდა გამართოს.

„სისტემა მოქალაქეზე მეტად ორიენტირებული უნდა ყოფილიყო. ვხვდებით მოქალაქეებს, რომლებმაც არ იციან და არ ესმით პროცედურები. ეს რთული პროცესია და პოსტ ფაქტუმ კიდევ ვნახავთ ბევრ სასამართლო დავას, რომელსაც მოქალაქეები დაიწყებენ მას შემდეგ, რაც გაერკვევიან სიტუაციაში და ნახავენ, რომ იქ ხარვეზებია. საბოლოო ჯამში, ეს დავები ტვირთავს სასამართლო სისტემას და ეს კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, რაც მოქალაქეს ფინანსურად უჯდება 4-5-წლიანი დავები.

რთულია ზოგადი ტერმინებით შეჯამება, რადგან ყველა საქმე ინდივიდუალურია, მაგრამ ზოგადი რეკომენდაციები ასეთია:

უნდა მიაქციოს მოქალაქემ ყურადღება აზომვით ნახაზებს, რომელიც შემდგომ მის დასტურს საჭიროებს. მიუთითოს სწორად სახელმწიფოს სად აქვს მიწები, რა უფლებადამდგენი დოკუმენტები აქვს.
თუ დეტალებში ვერ ერკვევა, ვერ გაიგო რა პროცედურები მიმდინარეობს, ერთია, რომ თვითონ საჯარო რეესტრს ჰკითხოს, ან იმ პირებს, ვინც იქ იქნებიან, ან თავიდანვე იურისტთან გაიარონ კონსულტაცია, თუნდაც ჩვენთან ან სხვა უფასო იურიდიული მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებთან, რომ პროცედურებში არ ჩამორჩეს, დროზე მიჰყვეს და არ გაუშვას ვადები.
თუ თვლიან, რომ არასწორად მიდის რეგისტრაცია, ნახაზის მონაცემები არასწორია, ან არ არის სწორი სარეგისტრაციო მონაცემები, ამაზე მიუთითონ სახელმწიფოს, საჯარო რეესტრს და გაიარონ იურისტებთან კონსულტაცია.
საჯარო რეესტრში როცა გამოქვეყნდება მონაცემები, ხშირად რეგისტრაციის შესახებ მიდის სმს, აქედან უნდა გადავიდნენ ძირითად გვერდზე, რათა იპოვონ რეგისტრაციები. ყველა ვადას, რომელზეც მიუთითებს სახელმწიფო, უნდა მიაქციონ ყურადღება. ეს ვადები როცა გაშვებულია, ეტაპები გავიდა ისე, რომ მოქალაქე ვერ ჩაერთო, ეს რთული სამართლებრივი დავა ხდება და რთულია მოქალაქისთვის საკუთრების უფლების დაბრუნება.
ისე არ გავიგოთ, რომ მოქალაქეს ვალდებულება აქვს ეს რთული სამართლებრივი ეტაპები იცოდეს. რეალურად, სახელმწიფომ გამართული სისტემა უნდა უზრუნველყოს. სახელმწიფო უნდა დაეხმაროს მოქალაქეებს, რომ სწორად მიიღონ ის, რაც მათია და საკუთრების უფლება იყოს გარანტირებული“, – განაცხადა იურისტმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • არასრულწლოვნის მიმართ, ჯგუფურად ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე 9 პირია დაკავებული – შსს განცხადებას ავრცელებს
  • „მოგვიწევს მეტი იარაღის გაგზავნა…“ – რას აცხადებს დონალდ ტრამპი?
  • ყვარელში ორი ადამიანი დაჭრეს – ერთ-ერთი მათგანი პოლიციელია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge