Saturday, July 19, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თენგიზ სულაქველიძე იუბილარია – “ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ საქართველოს ნაკრებში არ მითამაშია”

July 23, 2024
თენგიზ სულაქველიძე იუბილარია – “ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ საქართველოს ნაკრებში არ მითამაშია”

თენგიზ სულაქველიძე იუბილარია – საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ნახევარმცველი, ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ ყოფილი მოთამაშე 23 ივლისს 68 წლის გახდა.

სულაქველიძემ კარიერა 1974 წელს ქუთაისის „ტორპედოში“ დაიწყო, თბილისის „დინამოში“ კი 1978 წელს გადავიდა და გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატებების ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა. „დინამოს“ შემადგენლობაში გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978) და ბრინჯაოს პრიზიორი (1981), საბჭოთა კავშირის თასისა (1979) და ევროპის თასების მფლობელთა თასის (1981) გამარჯვებული.

1981 წელს თასების მფლობელთა თასის ნახევაფინალში, როტერდამის „ფეიენოორდთან“ თბილისურ მატჩში შესრულებული დუბლით გუნდის ფინალში გასვლაში დიდი როლი ითამაშა. 1982 წელს კი იმავე ტურნირის მეოთხედფინალში, ვარშავაში, „ლეგიას“ გოლი თითქმის მოედნის ცენტრიდან გაუტანა და „დინამო“ ზედიზედ მეორედ გავიდა ნახევარფინალში.
1980-1988 წლებში იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი, რომლის შემადგენლობაში 49 მატჩი ითამაშა და ორი ბურთი გაიტანა. არის 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის (ესპანეთი) მონაწილე და 1988 წელს ევროპის პირველობის ვიცე-ჩემპიონი.

2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად, თენგიზ სულაქველიძეს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.

ტიტულოვან სპორტსმენს მაინც სინანულის განცდა აქვს, რომლის შესახებაც ორი წლის წინ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ისაუბრა.

„ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ საქართველოს ნაკრებში არ მითამაშია. საბჭოთა ნაკრების წევრი ვიყავი და მასთან ერთად ოლიმპიადასა და ევროპის ჩემპიონატზე მედლები მოვიპოვე, მაგრამ საქართველოს ნაკრებში გამოსვლა სულ სხვა განცდა და ემოციაა“, – განაცხადა თენგის სულაქველიძემ.

წყარო: 1tvsport

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 🎥 მარშის მონაწილეები პარლამენტთან მივიდნენ – რუსთაველის გამზირი გადაკეტილია
  • 🎥 დაპირისპირება მელიქიშვილის ქუჩაზე – რა ვითარებაა ადგილზე?
  • როგორ პასუხობს იუსტიციის სამინისტრო გიორგი ახობაძის დღევანდელ განცხადებას?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge