Tuesday, August 19, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

არის თუ არა საბჭოთა სტანდარტებით აშენებული შენობები უსაფრთხო და რას შეცვლის ევროკოდებზე გადასვლა?

July 21, 2024
არის თუ არა საბჭოთა სტანდარტებით აშენებული შენობები უსაფრთხო და რას შეცვლის ევროკოდებზე გადასვლა?

დღემდე საქართველოში მშენებლობის ერთიანი სტანდარტი არ მოქმედებს, შენობა-ნაგებობების უმრავლესობა ჯერ კიდევ საბჭოური სტანდარტებით შენდება. სისტემურ შეუთავსებლობას ქმნის ისიც, რომ ქვეყნის კანონმდებლობა 37 ქვეყნის ტექნიკურ რეგლამენტს აღიარებს. ამ სტანდარტების გაუქმებას ბუნებრივია, სამშენებლო ნორმების ევროპულ სტანდარტზე გადასვლა გამოიწვევს, რაც ოფიციალურად აქვს გაცხადებული ქვეყანას.

ევროკოდები ეს არის ევროპული სტანდარტები (ჰარმონიზებული ტექნიკური წესები), რომელიც წარმოადგენს შენობა-ნაგებობების კონსტრუქციული (სტრუქტურული) გაანგარიშებისა და დაპროექტების წესებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის.

9 ევროკოდის თარგმნის პროცესი უკვე დასრულებულია, მიღებულია რამდენიმე ეროვნული დანართი და სამუშაო პროცესი გრძელდება.

ეკონომიკის სამინისტროს სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, ინჟინერ-კონსტრუქტორთა ასოციაციის დირექტორი დავით გიგინეიშვილი რედაქტ2-თან ინტერვიუში განმარტავს, რომ როცა მოძველებული სტანდარტით შენდება ახალი შენობები, ეს არ არის კარგი, თუმცა მეორეს მხრივ ის, რომ ძველი სტანდარტია ცალსახად ცუდია და საფრთხის შემცველია, ასე არ არის.

“დღესდღეობით საცხოვრებელი ფონდის 70% და უფრო მეტი არის ძველი აშენებული შენობები, 1990 წლამდე აშენებული შენობები. ესაა უზარმაზარი უბნები თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და სხვა დიდი ქალაქებში. ეს არ ნიშნავს, რომ ეს შენობები დიდი საფრთხის შემცველია, ცალსახად ასე არ არის, თუმცა მეორეს მხრივ ახალი აშენებული შენობები უფრო უკეთესი უნდა იყოს და სწორედ ამისკენ მივდივართ, რომ უკეთესი ხარისხის შენობა-ნაგებობები ავაშენოთ.

ძველი სტანდარტები არის განსაახლებელი და ახალი სტანდარტებია მისაღები. წლების წინ გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ შენობების უსაფრთხოების ნაწილში შემოღებული ყოფილიყო ამერიკული სტანდარტი, ხოლო კონსტრუქციული დაპროექტების ნაწილში კი ევროკოდი”,-აცხადებს გიგინეიშვილი.

მისი თქმით, მშენებლობაში ევროპულ სტანდარტზე გადასვლა ხელს შეუწყობს ქვეყანაში უსაფრთხო სამშენებლო ნორმების დამკვიდრებას.

“ევროკოდები ფარავს შენობების მდგრადობაზე პასუხისმგებელ დოკუმენტაციას, ანუ შენობა უფრო მდგრადი იქნება ევროკოდებით, ვიდრე სხვა დანარჩენი სტანდარტებით და ნორმებით, ეს არის მთავარი ამოსავალი. როგორც შენდება პორტუგალიაში, ესპანეთში, თუ პარიზში შენობები მდგრადობის თვალსაზრისით, იგივე კრიტერიუმებით და იგივე მშენებლობა იქნება საქართველოში, ანუ დაპროექტებული და აშენებული იქნება იგივე სტანდარტებით“,-აცხადებს დავით გიგინეიშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ის რიტუალს შეესწრო და ზუსტად ამის გამო მოკლეს…“ – რაზე საუბრობს გოგა მანია
  • NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის შეთავაზება უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ „გარღვევას“ წარმოადგენს
  • ცნობილი მსახიობი გარდაიცვალა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge