Monday, August 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა ღირს 1 ლიტრი იმპორტირებული საწვავი – ნავთობპროდუქტების 50% რუსეთიდან შემოვიდა

July 19, 2024
რა ღირს 1 ლიტრი იმპორტირებული საწვავი – ნავთობპროდუქტების 50% რუსეთიდან შემოვიდა

საქართველოში მზარდი ავტოპარკის პარალელურად, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტიც მაქსიმალურ მაჩვენებელზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს იანვარ-ივნისში ქვეყანაში 742 132 ტონა (631.654 მლნ აშშ დოლარი) საწვავი შემოვიდა, რაც გასული წლების ანალოგიური პერიოდების მაჩვენებლებთან შედარებით, ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

შედარებისთვის, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში – 643 856 ტონა (496.138 მლნ აშშ დოლარი), ნავთობი და ნავთობპროდუქტების იმპორტი განხორციელდა, 2022 წლის იგივე საანგარიშო პერიოდში – 597 558 ტონა (576.496 მლნ აშშ დოლარი), 2021 წლის იანვარ-ივნისში – 574 045 ტონა (327.122 მლნ აშშ დოლარი), 2020 წლის 6თვეში – 538 456 ტონა (231.623 მლნ აშშ დოლარი) და ა.შ.

სტატისტიკის მიხედვით, წელს საანგარიშო პერიოდში საწვავი მთავარი იმპორტიორი კვლავ რუსეთი იყო, რომელიც მთლიანი იმპორტის 46% მოდიოდა, შემდეგია ბულგარეთი 12%-ით და რუმინეთი 10% -ით.

უფრო კონკრეტულად, იანვარ-ივნისში ყველაზე მეტი საწვავი შემდეგი 5 ქვეყნიდან შემოვიდა:

  • რუსეთი – 344 959 ტონა (263.576 მლნ აშშ დოლარი)
  • ბულგარეთ – 91 727 ტონა (84.342 მლნ აშშ დოლარი)
  • რუმინეთი – 74 236 ტონა (63.536 მლნ აშშ დოლარი)
  • აზერბაიჯანი – 60 080 ტონა (48.094 მლნ აშშ დოლარი)
  • საბერძნეთი – 40 020 ტონა (39.014 მლნ აშშ დოლარი)

ამასთან, წელს მხოლოდ ივნისში ქვეყანაში 141 222 ტონა, 117.706 მლნ აშშ დოლარის საწვავი შემოვიდა, აქედან თითქმის 50% , 70 383 ტონა (52.739 მლნ აშშ დოლარი), რუსეთზე მოდიოდა.

სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით, გამოდის, 1 ლიტრი იმპორტირებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საშუალო ღირებულება, ივნისში – 83 ცენტს შეადგენდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა დაჯდება თბილისის ახალი სტადიონის მშენებლობა?
  • “ტრამპმა სისხლი ჩამობანა პუტინს” – რას წერს რომან გოცირიძე
  • ავარია ლელიანში – არის მსხვერპლი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge