Monday, August 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გლობალურად, 1400-მდე ავიარეისი გაუქმდა – რა გახდა მასშტაბური IT-შეფერხების მიზეზი?

July 19, 2024
გლობალურად, 1400-მდე ავიარეისი გაუქმდა – რა გახდა მასშტაბური IT-შეფერხების მიზეზი?

მსოფლიოს მასშტაბით 1400-მდე ავიარეისი გაუქმდა. ამის მიზეზი გლობალური IT-შეფერხება გახდა, რამაც ავიაკომპანიების, აეროპორტების, ფინანსური ინსტიტუტების, მედია ორგანიზაციების, სამედიცინო დაწესებულებების ონლაინ სისტემების მუშაობა შეაფერხა.

BBC-ის ინფორმაციით, მხოლოდ აშშ-ის მასშტაბით 512 ავიარეისი, გერმანიის მასშტაბით – 92, ინდოეთის – 56, იტალიის – 45, ხოლო კანადის მასშტაბით 21 რეისი გაუქმდა. ამასთან, მხოლოდ Turkish Airlines-მა 84 ფრენა გააუქმა. მსოფლიოს არაერთი ქალაქის აეროპორტში კვლავ ქაოსია. მგზავრების რეგისტრაცია შეფერხებულია, რის გამოც პროგრამულის ნაცვლად, რეგისტრაციას ხელით ატარებენ.

როგორც BBC წერს, ეს 2017 წლის შემდეგ, ყველაზე მასშტაბური IT-შეფერხებაა, მაშინ კიბერთავდასხმა განხორციელდა Windows-ის ძველი ვერსიის კომპიუტერებზე, რის შედეგადაც 150 ქვეყანაში 300 000-მდე კომპიუტერის სისტემა დაზიანდა.

ამჯერად, მომხდარში Microsoft-მა “მესამე მხარის პროგრამული უზრუნველყოფა” დაადანაშაულა. ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, თუმცა, საუბარია კომპანია Crowdstrike-ზე, რომელიც გლობალურ კიბერუსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი.

თავის მხრივ, Crowdstrike-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ჯორჯ კურცმა განაცხადა, რომ შეფერხების მიზეზი “კონტენტის განახლების” ხარვეზი გახდა. მათივე თქმით, მიზეზი კიბერთავდასხმა არ ყოფილა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს შეფერხების მიზეზების აღმოფხვრაზე მუშაობა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა დაჯდება თბილისის ახალი სტადიონის მშენებლობა?
  • “ტრამპმა სისხლი ჩამობანა პუტინს” – რას წერს რომან გოცირიძე
  • ავარია ლელიანში – არის მსხვერპლი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge