გიორგი ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
“კახეთში, ჩემს მშობლიურ გურჯაანში შევხვდი გულშემატკივრებს. ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა და მათთან შეხვედრამ დიდი სიხარული მომანიჭა. განსაკუთრებით, ბავშვების სიმრავლემ გამაბედნიერა, რადგან ვხედავ, რომ ჩვენს ქვეყანაში მომავალ თაობას ფეხბურთი პატარა ასაკიდანვე უყვარდება, მათი გმირები კი არა ევროპული გუნდების ვარსკვლავები, არამედ ქართველი ფეხბურთელები არიან.
ჩვენ ვიაზრებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ ფეხბურთელები არ ვართ და ამ ბავშვებთან, რომლებიც მთელი გულითა და ყურადღებით გვისმენენ, გვიყურებენ და თვალებში შემოგვციცინებენ, განსაკუთრებულად მოქცევა გვმართებს. ისინი ცდილობენ ჩვენგან ისწავლონ, მოგვბაძონ და მათთვის სამაგალითოები უნდა ვიყოთ.
საოცრად დავიმუხტე, როგორც მიღებული, ასევე გაცემული სიყვარულით.
ყველას მადლობას გიხდით თქვენი ემოციების გაზიარებისთვის!
კიდევ შევხვდებით!” – წერს ფეხბურთელი.