თელავში ერეკლე II-ის მოედანზე მდებარე სკვერს რაიკომის ყოფილი მდივნის, მედეა მეზვრიშვილის სახელი მიენიჭება – ინიციატივა ამის შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, არჩილ თხლაშაძეს ეკუთვნის.
დღევანდელ სხდომაზე განიხილეს სკვერისთვის მედეა მეზვრიშვილის სახელის მინიჭების მიზნით, გამონაკლისის დაშვების მიზანშეწონილობის საკითხი და ის დადებითად გადაწყდა. სკვერისთვის სახელის ოფიციალურად მინიჭების შემდგომ პროცედურებზე მსჯელობა კი თელავის საკრებულოში მომდევნო სხდომებზე განხორციელდება.
