Tuesday, July 8, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home შოუბიზნესი

“ყოველთვის, როდესაც წინ მივდიოდი, საქართველოში ფეხს მადგამდნენ… ყველგან “მბლოკავდნენ” – რას ჰყვება ალექსანდრე ზაზარაშვილი სამშობლოსა და აშშ-ში ცხოვრებაზე?

May 10, 2021
“ყოველთვის, როდესაც წინ მივდიოდი, საქართველოში ფეხს მადგამდნენ… ყველგან “მბლოკავდნენ” – რას ჰყვება ალექსანდრე ზაზარაშვილი სამშობლოსა და აშშ-ში ცხოვრებაზე?

ამე­რი­კა­ში მცხოვ­რებ ალექ­სან­დრე ზა­ზა­რაშ­ვილს გა­მორ­ჩე­უ­ლი ცხოვ­რე­ბა აქვს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის ჯერ არას­რულ­წლო­ვა­ნია, მის შე­მოქ­მე­დე­ბით ბი­ოგ­რა­ფი­ას აქვს ბევ­რი გა­მორ­ჩე­უ­ლი ფურ­ცე­ლი, რო­მე­ლიც სა­ერ­თო ეროვ­ნულ სი­ა­მა­ყედ უნდა ვა­ღი­ა­როთ. სან­დრო არ აპი­რებს შე­ჩე­რე­ბას და მიღ­წე­უ­ლით დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას. სა­ხე­ლოვ­ნე­ბო პარ­ნას­ზე მე­ტად წინსვლას აპი­რებს და მოკ­ლე ხან­ში კი­დევ ერთი წარ­მა­ტე­ბით გვა­სა­ხე­ლებს.

– ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი მიღ­წე­ვა უკ­რა­ი­ნის ბავ­შვთა “ვო­ი­სის” გა­მარ­ჯვე­ბა იყო 2019 წელს. ჩემი პირ­ვე­ლი სიმ­ღე­რა გახ­ლდათ “ლალე”, რო­მე­ლიც ჩემი სოფ­ლის სა­მუ­სი­კო გუნდთან ერ­თად შე­ვას­რუ­ლე. მა­შინ ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა წევ­რი ვი­ყა­ვი იმ გუნ­დის, რო­მელ­თა შო­რის შემ­თხვე­ვით აღ­მოვ­ჩნდი. ჩემი და იყო გუნ­დის წევ­რი და 3 წლის ვი­ყა­ვი, როცა დე­და­ჩემ­მა სა­ყუ­რებ­ლად წა­მიყ­ვა­ნა, მაგ­რამ იმ­დე­ნად კარ­გად ავ­ყე­ვი გუნდში ბავ­შვებს, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა სახ­ლში აღარ გა­მიშ­ვა. წინა რიგ­შიც და­მა­ყე­ნა. სოლო ყო­ველ­თვის მე მხვდე­ბო­და ხოლ­მე. მახ­სოვს, პირ­ვე­ლად ფეს­ტი­ვალ­ზე რომ გაგ­ვიშ­ვეს, გა­ვი­მარ­ჯვეთ და მთე­ლი დღე დიპ­ლომს ხელს არ ვუშ­ვებ­დი, ვიდ­რე არ მო­მა­ტყუ­ეს, რომ ბუა მოვა და წა­ი­ღებ­სო… ეს იმის­თვის, რომ არ გა­მე­ფუ­ჭე­ბი­ნა.

– საყ­ვა­რე­ლი სიმ­ღე­რა..

.- ყო­ველკ­ვი­რა თუ არა, ყო­ველ თვე­ში მა­ინც მეც­ვლე­ბა საყ­ვა­რე­ლი სიმ­ღე­რა. მე ვფიქ­რობ ჩემი იღ­ბლი­ა­ნი სიმ­ღე­რა სე­ლინ დი­ო­ნის All By Myself არის, რად­გან მან უდი­დე­სი წარ­მა­ტე­ბა მო­მი­ტა­ნა ცხოვ­რე­ბა­ში…

– გა­მორ­ჩე­უ­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი…

– გა­მორ­ჩე­უ­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი დღე­ვან­დე­ლი ინ­დუსტრი­ი­დან არის ალი­სია კე­ი­სი. ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში მან თქვა: “რო­დე­საც სიმ­ღე­რის წე­რას ვი­წყებ, ენერ­გი­ე­ბი სხვა სამ­ყა­რო­ში მაგ­დებს. ვერ ვი­გებ, სად ვარ, მაგ­რამ სა­დაც უნდა ვიყო, იქი­დან რა გა­მო­მი­ვა, არის “ეს” და “ეს” არის ის, რა­საც მე ვე­ძა­ხი მა­გი­ა­სა და ჯა­დოქ­რო­ბას”. მეც ვწერ სიმ­ღე­რებს და ვიცი, ეს ყვე­ლა­ფე­რი რას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

– შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ბი­ოგ­რა­ფი­ის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­მენ­ტი ამე­რი­კამ­დე, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აღი­ა­რე­ბა მო­გი­ტა­ნა...

– ისევ და ისევ უკ­რა­ი­ნის სა­ბავ­შვო “ვო­ის­ში” გა­მარ­ჯვე­ბა, რაც მა­ნამ­დე ვერც წარ­მო­მედ­გი­ნა! იცით, რა­ტომ? იმი­ტომ, რომ ყო­ველ­თვის, რო­დე­საც წინ მივ­დი­ო­დი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ფეხს მად­გამ­დნენ და უკან მწევ­დნენ. ყველ­გან “მბლო­კავ­დნენ”, რად­გან მე არ მყავს დიდი კომ­პა­ნი­ე­ბის მე­პატ­რო­ნე მა­მი­კო ან დე­დი­კო. ზუს­ტად იმი­ტომ, რომ უბ­რა­ლო და პა­ტი­ო­სა­ნი ოჯა­ხი­დან მოვ­დი­ვარ, ეს მწევ­და უკან ქარ­თულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტებ­ში. ჩემ­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­უღ­წე­ვე­ლი იყო ის წარ­მა­ტე­ბე­ბი, რა­საც მი­ვაღ­წიე სხვა­გან. სამ­შობ­ლო­ში “დაბ­ლოკ­ვის” შემ­დეგ მე და­მა­სა­ხე­ლეს ტო­პა­თე­უ­ლის სა­უ­კე­თე­სო ვაჟ მომ­ღერ­ლებს შო­რის პირ­ველ ად­გილ­ზე. ბევ­რი სხვა ასე­თი ჯილ­დოც იყო მერე… არა­სო­დეს შემ­ში­ნე­ბია, არა­სო­დეს და­მიყ­რია ფარ-ხმა­ლი. მინ­და, არც სხვებს გა­უ­ტყდეთ გული. სა­ქარ­თვე­ლო­ში ათა­სო­ბით უნი­ჭი­ე­რე­სი მომ­ღე­რა­ლი კონ­კურ­სი­დან კონ­კურ­სებ­ზე მი­დის, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ “ბლო­კა­ვენ”. სხვა გზა არ არის, მე­გობ­რე­ბო, უნდა გავძლი­ერ­დეთ და ერ­თად შევ­ქმნათ სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დე­ლი კულ­ტუ­რა!

წყარო: AMBEBI.GE

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ეუთო/ოდირი საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  •  “როგორც ყველა დიქტატურაში, რეჟიმი იწყებს ჭამას საკუთარივე ბარტყების”- გიორგი ქადაგიძე
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი ხვალ – განახლებული პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge