Sunday, August 17, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ე.წ. ბასლაინზე გადაადგილების უფლება ტაქსებთან ერთად, შესაძლოა, მოტოციკლსა და მოპედებსაც მიენიჭოს

July 15, 2024
ე.წ. ბასლაინზე გადაადგილების უფლება ტაქსებთან ერთად, შესაძლოა, მოტოციკლსა და მოპედებსაც მიენიჭოს

სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში – ე.წ. ბასლაინზე გადაადგილების უფლება ტაქსებთან ერთად, შესაძლოა, მოტოციკლსა და მოპედებსაც მიენიჭოს.

ამასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და მისი განხილვა დაჩქარებული წესით იგეგმება.

ინიციატორები “ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან, რომელთა განმარტებით, მოტოციკლებსა და მოპედებს ბასლაინზე დაშვება ევროპის ბევრ ქვეყანაში აქვთ. ინიციატორთა ინფორმაციით, ამ მხრივ გასათვალისწინებელია არსებული პრაქტიკა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ესპანეთის ქალაქებში მადრიდსა და ბარსელონაში. შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში კი, თავდაპირველად აღნიშნული დაშვება საცდელი იყო, ხოლო როდესაც გაირკვა, რომ საგზაო შემთხვევების რაოდენობა შემცირდა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება გაუმჯობესდა, დაშვება მუდმივი გახდა.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი არის ის გარემოება, რომ საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის უფრო მარტივი ხდება მოტოციკლების და მოპედების დანახვა, რაც საგზაო შემთხვევებს მკვეთრად ამცირებს. ამასთან, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში მოტოციკლების და მოპედების სწრაფი გადაადგილებით მცირდება ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევა“, – აღნიშნულია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

ამავე პროექტის გათვალისწინებით, თბილისის საავტომობილო გზებზე, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ადგილისა და დროის დარღვევით მოძრაობა გამოიწვევს როგორც M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების, ასევე T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. იგივე ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენის შემთხვევაში ჯარიმა 3 000 ლარია.

ცნობისთვის, T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება არის ნებისმიერი თვლიანი ან მუხლუხა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო სამუშაოების შესასრულებლად

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ამინდი მკვეთრად შეიცვლება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
  • “ემიგრაციაში იძალადა გოგოზე და გამოქცევა მოუწია”- ვისზე საუბრობს ნანუკა ჟორჟოლიანი
  • რატომ დაჭრა ქალმა საქმრო – რა მოხდა მარნეულში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge