გიორგი ქოჩორაშვილის “ლევანტე” სოციალურ ქსელში კვლავ ქართულად წერს.
“თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება, მეგობრებო” – ვკითხულობთ “ლევანტეს” ოფიციალურ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ დღეს ევროპის ჩემპიონატის ფინალია, რომელშიც ესპანეთი და ინგლისი იასპარეზებს, სწორედ დღევანდელ მატჩზე მხარდაჭერას სთხოვს “ლევანტე” გამომწერებს.
EURO 2024-ის საფეხბურთო მატჩების მსვლელობისას, სადაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შთამბეჭდავად იასპარეზა, განსაკუთრებით შესამჩნევი იყო სხვადსხვა საფეხბურთო კლუბების სოციალურ ქსელში აქტიურობა, რომლებიც თავიანთ წევრ ქართველ ფეხბურთელებს სხვადასხვა მხარდამჭერი პოსტებით გულშემატკივრობდნენ.
ამ კუთხით განსაკუთრებული მხარდაჭერით გამოირჩეოდა ესპანური “ლევანტე“, რომელშიც ამჟამად ეროვნული ნაკრების ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი თამაშობს.
ვალენსიური კლუბი ქოჩორაშვილის მხარდამჭერ პოსტებს Facebook-ზე, [რომელიც მეტწილად ქართულადაც იყო დაწერილი] ათასობით ქართველი გულშემატკივარის მოწონება და კომენტარი აქვს. ქართველი გულშემატკივარები “ფეისბუქის“ კომენტარებში გვერდის ადმინისტრატორს მადლობას უხდიან.
ტელეკომპანია “ფორმულამ“ “ლევანტე“-ს ადმინთან ინტერვიუ ჩაწერა, რომლის ანონსსაც თავად მედია ავრცელებს და სადაც ხავი დე ლა ოსა აღნიშნულ პოსტებზე საუბრობს:
“მას შემდეგ, რაც შოთა [არველაძეზე] პოსტი დავდეთ და ქართულად წერა დავიწყეთ, პოსტების მოწონება რაკეტის სიჩქარით გაფრინდა“. – ამბობს ხავი დე ლა ოსა.