Saturday, July 12, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„მეგრელები, ნებისმიერ ვირუსს, ამ წვნიანით ამარცხებდნენ“ – ანტივირუსული წვნიანის სენსაციური რეცეპტი

May 10, 2021
„მეგრელები, ნებისმიერ ვირუსს, ამ წვნიანით ამარცხებდნენ“ – ანტივირუსული წვნიანის სენსაციური რეცეპტი

ვირუსთან ბრძოლის ამ რთულ პერიოდში იმისთვის, რომ იმუნიტეტი გავიძლიეროთ, ბუნებრივი საშუალებების მიღება სუკეთესო გადაწვეტილებაა.

შეგვიძლია მარტივად მოსამზადებელი წვნიანებისა და კრემ-სუფების მოხარშვა. სასარგებლოა და იაფიც დაგვიჯდება.

მზარეული და ჟურნალისტი, ესმა კუნჭულია ძველ მეგრულ რეცეპტს გვთავაზობს. წვნიანი სახელად “ტიბუ” ანტივირუსულია. ამდენად მისი ამ პერიოდში მომზადება ნამდვილად დროულია.

“სუსხიან, თოვლიან, ვირუსებიან დღეებში ეს წვნიანი სასწაულია. ვიდრე ყოველ ფეხის ნაბიჯზე აფთიაქები გაჩნდებოდა , ძველი მეგრელები, ნებისმიერ ვირუსს, ამ წვნიანით ამარცხებდნენ”, – ამბობს ესმა.

მისი თქმით, წვნიანის ინგრედიენტები მედიცინის ისტორიის ნაწილია – ნიორი, რომელიც ტუტენჰამონის საფლავში იპოვეს და ქონდარი, რომელიც ასევე უხუცესი სამკურნალო მცენარეა და სწორედ ქონდრით ამარცხებდნენ ჯერ კიდევ ძველი შუმერები სასტიკ ბაცილებს.

“ტიბუ” მეგრულად „თბილს“ ნიშნავს და ეს წვნიანი თბილი უნდა მიირთვათ.

რეცეპტი (4 ულუფა): 1 ლიტრი წყალი აადუღეთ. ცალკე ქვასანაყში ჩანაყეთ 2 სუფრის კოვზი გამხმარი ქონდარი, რამდენიმე კბილი ნიორი, წიწაკა, დაამატეთ მარილი. გახსენით ჭიქაში 3-4 კოვზი მჭადის ფქვილი და ჩაუშვით თუხთუხა წყალში. კარგად მოურიეთ, თხელი კრემ-სუპის სისქე უნდა გამოვიდეს. დაუმატეთ ჩანაყილი ქონდარი და ნიორი. მოურიეთ. ადუღებთ 10 წუთი. ბოლოს უმატებთ 2 სუფრის კოვზ კარგ ძმარს.

„ტიბუს“ რეცეპტში მინი-კორექტივები შევიტანე:

ა) მჭადის ფქვილი წინასწარ მოვხალე – მიყვარს ეს გემო

ბ) ბოლოს დავამატე ცახეხილი შებოლილი სულგუნი;

გამომაცოცხლა, გადამარჩინა, აღმადგინა!

მიირთმევთ “ტიბუს” და მიირთმევთ ისტორიას:

1) ძველი ეგვიპტელები ქონდრით ბალზამებს ამზადებდნენ; 2) ძველი ბერძნები მხოლოდ ქონდრის ბუჩქებს წვავდნენ ტაძრებს მსხვერპლშეწირვებზე. 3) ძველი რომაელი მეომრები ბრძოლის წინ აუცილებლად წვებოდნენ ქონდრის აბაზანებში ან მიირთმევდნენ ქონდრის ჩაის. შუასაუკუნეებში ცოლები მეომარ ქმრებს თილისმას ატანდნენ, სადაც აუცილებლად ერია ქონდრის ფოთლები. ამბობდნენ, სჯეროდათ, სწამდათ, რომ ქონდარი მამაცობას მატებდა.
ქონდარი ეთერზეტების ბუდეა, ამოსახველებელი საშუალება, აწყნარებს ნერვებს, ებრძვის ნევროზებს… მხოლოდ საქართველოში 13 სახის ქონდარი ხარობსო, გვითხრა ცნობილმა ფიტოთერაპევტმა დათო ვაშაძემ. ნიორი კი ნამდვილი მხედარია ანთებების წინააღმდეგ ბრძოლებში… 1858 წელს ლუი პასტერმა პირველად, საფუძვლიანად აღწერა ნივრის ანტიბაქტერიული თვისებები.

წყარო: primeambebi.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?
  • როგორია რიკოთზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულების მდგომარეობა?
  • ზურაბ ჯაფარიძის დედა გარდაიცვალა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge