Thursday, May 15, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ინფორმაცია მძღოლებისთვის – სად და რამდენი ხნით იზღუდება მოძრაობა?

July 13, 2024
ინფორმაცია მძღოლებისთვის – სად და რამდენი ხნით იზღუდება მოძრაობა?

პირველი რესპუბლიკის მოედანზე, 15 ივლისს დაგეგმილი ღონისძიების გამო, ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 15 ივლისის 01:00-დან 12:00 საათამდე იმოქმედებს.

„დროის აღნიშნულ მონაკვეთში რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და კოსტავას ქუჩების მიმართულებით. ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით გადაადგილდებიან, კოსტავას ქუჩიდან კი მოძრაობას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N359 ავტობუსი ჯავახიშვილის ქუჩის საშუალებით დაუკავშირდება კოსტავას ქუჩას და მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებს, ხოლო მიკროავტობუსი N457 ჯავახიშვილის ქუჩიდან გადაადგილდება რევაზ თაბუკაშვილის ქუჩაზე, ლაღიძის ქუჩით მოხვდება რუსთაველის გამზირზე, მოუხვევს ზეთისხილის ხესთან, საიდანაც უკვე არსებული მარშრუტით იმოძრავებს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
  • მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს
  • თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge