Wednesday, May 14, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მიიღეთ საეჭვო SMS შეტყობინება, რომ თქვენს სახელზე ამანათია – დეტალური ინსტრუქცია

July 10, 2024
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მიიღეთ საეჭვო SMS შეტყობინება, რომ თქვენს სახელზე ამანათია – დეტალური ინსტრუქცია

ბოლო პერიოდში გახშირდა მოკლეტექსტური შეტყობინებების სახით თაღლითობის შემთხვევებi ამიტომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ უცხო ნომრებიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მიღებული საეჭვო ბმულების გახსნისგან და პერსონალური მონაცემების გაზიარებისგან.

ამ საკითხზე „დღის ქრონიკასთან“ საქართველოს საბანკო ასოციაციის კიბერუსაფრთხოების მიმართულების კოორდინატორმა, ინგა ქარჩავამ ისაუბრა და საზოგადოებას გაუზიარა ინფორმაცია,როგორ უნდა დავიცვათ თავი კიბერთაღლითობისგან, რა არიის პრევენციის გზები და თუ მაინც გავხდით თაღლითების მსხვერპლი, როგორ უნდა მოვიქცეთ.

მან მოუწოდა მოქალაქეებს, უცხო ნომრებიდან მიღებული საეჭვო ბმულები არ გახსნან და პერსონალური მონაცემები არ გააზიარონ. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი მაინც გახდა კიბერთაღლითობის მსხვერპლი, ქარჩავას თქმით, მან სასწრაფოდ უნდა დაბლოკოს საბანკო ბარათი, ან დაუკავშირდეს მომსახურე კომერციულ ბანკს.

„ჩვენ რაიმე განსაკუთრებულთან არ გვაქვს შეხება, მსგავსი თაღლითური შეტყობინებები მუდმივად არის. თუ ადრე ელ. ფოსტაზე იღებდნენ შეტყობინებებს, უკანასკნელ პერიოდში ეს შემთხვევები SMS-ის სახითაა გახშირებული. სცენარი ტიპურია – შესაძლოა სატრანსპორტო, ან საფოსტო გადამზიდავის სახელით მიიღოს მომხმარებელმა შეტყობინება, რომ მის სახელზეა ამანათი გამოგზავნილი, ამ ამანათის მისაღებად კი მოუწოდებენ შეტყობინებაში არსებულ მავნე ბმულზე გადასვლისკენ და შემდეგ უკვე ითხოვენ პერსონალურ ინფორმაციას. ხშირ შემთხვევაში ეს არის, ინტერნეტ ბანკის მონაცემები. მსგავსი ტიპის შეტყობინებები უნდა უგულებელვყოთ. ზოგადი პრაქტიკა და პრევენციული ქმედებაა ის, რომ არ მივყვეთ მესამე მხარის მოწოდებას. უნდა მივაქციოთ ვებგვერდის დასახელებას ყურადღება. თუ მომხმარებელს ეჭვი გაუჩნდა, რომ მონაცემები შეიყვანა თაღლითურ ვებგვერდზე, აუცილებლად უნდა გამოცვალოს პაროლი, დაუკავშირდეს ბანკს და განაცხადოს სავარაუდო თაღლითურ გვერდზე მონაცემების განთავსების თაობაზე. თუკი მომხმარებელმა შეიყვანა საბარათე მონაცემები, რაშიც ჩვენ ვგულისხმობთ ბარათის სრულს ნომერს, ბარათის მოქმედების ვადას და ბარათის ნამდვილობის სამნიშნა კოდს, ამ შემთხვევაში უმალვე უნდა დაბლოკოს ბარათი. თუ ეს ორივე არხი მომხმარებლისთვის მოუწვდომელია, უნდა დაუკავშირდეს მომსახურე კომერციულ ბანს და დააბლოკვინოს ეს ბარათი. იმ ანგარიშზე, სადაც მომხმარებელს ბარათი აქვს დამზადებული და ამ ბარათს სისტემატურად იყენებს ონლაინ შესყიდვებისთვის, ამ ბარათზე განათავსეთ მცირე ოდენობის თანხა, რომელიც საჭიროა კონკრეტული ნივთის შესაძენად ან ყოველდღიური საჭიროებისთვის“, – განაცხადა ქარჩავამ.

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როდემდე გაგრძელდება უამინდობა – განახლებული პროგნოზი
  • ძლიერი მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი?
  • „7 თვის ბავშვს წამლის სასიკვდილო დოზა მისცა…“ – ძიძას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge