Tuesday, May 13, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რას ამბობს “უოტფორდის” მწვრთნელი გიორგი ჩაკვეტაძეზე?

July 10, 2024
რას ამბობს “უოტფორდის” მწვრთნელი გიორგი ჩაკვეტაძეზე?

Head Topics-ი წერს, რომ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძეს “უოტფორდზე” მართებს კონცენტრირება და იმავე დონეზე კლუბში თამაში.

აღნიშნულია, რომ საქართველოს ნაკრებში ჩაკვეტაძის კარგ თამაშს მედიაში აღმაფრთოვანებელი გამოხმაურებები მოჰყვა. ის “უოტფორდში” პირველ სეზონში დიდ იმედებს იძლეოდა, მაგრამ 37 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, ევრო 2024-ზე გასასვლელი პლეი-ოფების წინ კი დასვენების მიზნით კლუბში ბოლო 3 შეხვედრაში არ ათამაშეს.
გუნდის მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ გიორგი შეაქო: “შეიძლება ითქვას, ჩემპიონშიფის ბოლო რამდენიმე კვირა ის ევროპირველობაზე ფიქრობდა. იმედი მაქვს, ნათელი გონებით დაბრუნდება და სათამაშოდ

მზად იქნება, რადგან ისეთი მოთამაშეა, რომელიც მომწონს.

რაც შემეხება მე, მსურს, ყოველ კვირა “უოტფორდში” ის გიორგი ვნახო, რომელიც თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ევროზე ვიხილეთ”.
გასულ სეზონში ჩაკვეტაძე “ვიკარიჯ როუდზე” ბელგიური “გენტიდან” იჯარით გადავიდა და ბევრი გაკვირვებული დარჩა, როცა 2 მილიონ ფუნტად გამოისყიდეს. ამის შესახებ კლევერლი ამბობს: “ახლა ის ჩვენი ფეხბურთელია და იანვარში განხორციელებული ტრანსფერი ძალიან წარმატებულად მოჩანს. გერმანიაში შესანიშნავი იყო, გავიმეორებ – მისით ძალიან ვამაყობ. სასიამოვნოა ჩვენი ფეხბურთელების დიდ ტურნირებზე ნახვა. საქართველომ ისტორია დაწერა და დარწმუნებული ვარ, გიორგი კარგ ხასიათზე მყოფი დაგვიბრუნდება და კლუბში თავის საუკეთესო ფორმას აჩვენებს”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 🎥საზარელი ავარია სურამთან – ვრცელდება კადრები ადგილიდან
  • 🎥” ჩემი ოჯახი ამ პრეპარატის მსხვერპლია! სრული შიზოფრენიაა”- თეონა კონტრიძე საზოგადოებას აფრთხილებს
  • წყალი 12 საათით შეწყდება – ნახეთ აღდგენის დრო

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge